ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე - თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას...

კახა კალაძე – თბილისელები ქმნიან ამ ქალაქის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე, გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე დედაქალაქის მოსახლეობას მიმართა.

მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, თბილისელებს, რადგან სწორედ ისინი ქმნიან თბილისის რეალობას და მათზეა დამოკიდებული დედაქალაქის ხვალინდელი დღე. ყველა პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ, გაკეთდა თბილისელების დაკვეთით, მათი მხარდაჭერით, მათი გულშემატკივრობით. ასე იყო ყოველთვის – ამ ქალაქზე შეყვარებულმა ადამიანებმა დაწერეს თბილისის დიდი ისტორია, გვაჩვენეს თანასწორობის, ტოლერანტობის, თანაცხოვრების, თბილისელობის მაგალითები და რა თქმა უნდა, ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძის თქმით, 2017 წლიდან დღემდე, რაც ის და მისი გუნდი თბილისის ხელისუფლებაში მოვიდა, დედაქალაქში ბევრი რამ არსებითად შეიცვალა.

2017 წელს, როდესაც მე და ჩემი გუნდი თბილისის ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენი ქალაქი არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, გვქონდა უამრავი, ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, იქნებოდა ეს სოციალური, გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ურბანული, ინფრასტრუქტურული თუ არაერთი სხვა მიმართულებით.

კარგად მახსოვს ისიც, რომ მოსახლეობაში არსებობდა ნიჰილიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ათწლეულების განმავლობაში ე.წ. ბეტონის ჯუნგლებად ქცეული ქალაქის გაკეთილშობილება და უკეთესობისკენ შეცვლა რთული და წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ დღეს ამაყი ვარ, რომ ნელ-ნელა არათუ თბილისის ქუჩებიდან, არამედ ჩვენი ცნობიერებიდანაც კი ქრება მთელი რიგი საკითხების აქტუალობა, რომელთა მოგვარებასაც თბილისელებს ოთხი წლის წინ შევპირდით.

დღეს, თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი, კომფორტული და მოწესრიგებული ქალაქია, სადაც აღმოფხვრილია უკანონო მშენებლობები, გვაქვს თანამედროვე, მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც კიდევ უფრო წესრიგდება და კიდევ უფრო განვითარდება, სოციალური პროგრამები, რომლებიც მორგებულია თბილისელების საჭიროებებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მიღწეული წარმატებების კვალდაკვალ, დედაქალაქში კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება და ამის მოგვარება მხოლოდ კვალიფიციურ გუნდს შეუძლია.

რა თქმა უნდა, კარგად ვხედავთ, რომ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი და ნურავის ექნება ილუზია, რომ ამხელა შრომის გაწევა მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ადამიანის შეუძლია.

მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, არსებული გეგმების რეალობად ქცევა და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, თითოეული პოლიტიკის კუთხით წარმატებული გზის გაგრძელება შეუძლებელია კვალიფიციური, ერთგული გუნდის გარეშე.

თბილისს როგორც მერიაში სჭირდება ძლიერი გუნდი, ასევე გარდაუვლად სჭირდება მყარი უმრავლესობა საკრებულოში. ამის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ მასშტაბური გეგმების განხორციელებას, რომელსაც ვპირდებით თბილისს და თბილისელებს, ამიტომ, თითოეული ამ ადამიანის როლი თბილისის განვითარებაში და თქვენი მხარდაჭერა წარმოდგენილი კანდიდატებისადმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისათვის.

ჩვენი მიზნებისა და გეგმების განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ თქვენ გყავდეთ თქვენი ერთგული წარმომადგენელი ქალაქის საკრებულოში, ჩვენ კი კვალიფიციური თანაგუნდელი თბილისის ყველა რაიონში, რათა ერთიანი, დაუღალავი შრომით, საჯარო სიკეთე ქალაქის თითოეულ უბანზე, ყველა ადამიანზე გადანაწილდეს“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ის ახალგაზრდა სოციალისტები, ნამეტნავად ევროპულად რომ ირჯებოდნენ, გახარიას თავისთვინ უნდა?🤔 ვიკითხე, ვიკითხე მხოლოდ😊” –...

საპროტესტო აქციაზე, მარშის დროს, მიხეილ სააკაშვილის ბანერის წინააღმდეგ გამოხატულ...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპს და ჯეი დი ვანსს

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ღია წერილით მიმართავს ამერიკის შეერთებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას” – გიორგი ვაშაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...