spot_img
მთავარიგანსჯის საგანიპრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე ტრამპის პოსტის სკანდალური გაზიარების ორი...

პრეზიდენტის ტვიტერის გვერდზე ტრამპის პოსტის სკანდალური გაზიარების ორი ვერსია

სერიოზული განხილვის თემა გახდა საქართველოს პრეზიდენტის სოციალურ ქსელ “ტვიტერის” გვერდზე  დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას, სადაც აშშ პრეზიდენტი ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და მას “მძინარას” უწოდებს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნული სკანდალური გაზიარება თავდაპირველად განმარტა, როგორც სოციალური ქსელების მართვის მენეჯერის შეცდომა, თუმცა მოგვიანებით ახალი ვერსია წარმოადგინა, რომლის თანახმადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს კიბერშეტავას.

არაერთხელ განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გადაცდომას, შეცდომას, რომელიც დაუშვა სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა, თუმცა ეს იყო პირველადი შეფასება. ამ დროისთვის, სხვადასხვა ფაქტის გაანალიზებით, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასევე კიბერთავდასხმის გამორიცხვაც და ვფიქრობთ, რომ საჭიროა საკითხის მოკვლევა. სხვათა შორის, შეიძლება ეს არც არის პირველი ფაქტი. რამდენიმე დღის წინ კიბერშეტევა განხორციელდა ერთ-ერთი თანამშრომლის ერთ-ერთ სოციალურ ანგარიშზე და იმ ფაქტთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოკვლევა“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

არადა, ეს არაერთხელ გაცხადებული ე.წ. პირველადი შეფასება როგორ გადაიქცა სულ სხვა, საკმაოდ მძიმე დანაშაულის მატარებელ ფაქტად, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია და მასზე პასუხი უპირველეს ყოვლისა შს სამინისტრომ უნდა გასცეს.

სალომე ზურაბიშვილის ტვიტერის გვერდიდან ზემოხსენებული სკანდალური  პუბლიკაცია უკვე წაშლილია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯო ბაიდენი საქართველოს დიდი მეგობარი პოლიტიკოსია, იგი ნამყოფია საქართველოში და ამჟამად გაცხადებული აქვს, რომ მონაწილეობის მიღებას გეგმავს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...