კვირა, მაისი 11, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ...

“საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში” – ამირან გამყრელიძე

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, ამიტომ მისი შეჩერების ერთადერთი გამოსავალი არის რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია:

,,საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში.

ახლა, დღეს და გუშინდელი მონაცემებით დაახლოებით იმეორებს ის, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში.

პირბადე აუცილებელია ყველა დახურულ შენობაში – მოეშვა ხალხი. ასევე შემოდის რეგულაცია, რომ ღია სივრცეებში – იქ, სადაც ვიკრიბებით 5-6 ადამიანი ერთად, ყველას უნდა გვეკეთოს პირბადე. ამიტომ, ვისგანაც იღებთ ხოლმე ინტერვიუს დააკვირდით, რომ ყველას ეკეთოს პირბადე.

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გაუარესებას გააჩერებს 2 რამ:
1. წესების დაცვა, რომ არ გვინდა ცოტახანს თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირისუფლებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა.შ.
2. ავიცრათ ყველა!

უნდა ვიყოთ მეტად სოლიდარული და შევხედოთ იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა – გაუარესება, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოში შევა რეკომენდაციით რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

კახა კალაძე: მუქარებისა და სანქციების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ დავთმობთ

„ბევრი სცენარი ვნახეთ, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მომხდარიყო და...

თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფინანსურად დაეხმარება – კახა კალაძის განმარტებები

თბილისის მერია ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...