spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ...

“მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს 5-6 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით:

,,მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია…

თქვენ ეტყობა არ გინახავთ ჩვენი განცხადებები. გავრცელდა საპატრიარქოს დაახლოებით 5 ან 6 განცხადება მშვიდობისკენ მოწოდებისა.

მამა შალვა კეკელიამ პირდაპირ ტრიბუნიდან გამოაცხადა, რომ მოხდა ინციდენტი ჟურნალისტებთან დაკავშირებით და მოუწოდა ყველას მშვიდობისაკენ. ამის გარდა, იყო საპატრიარქოს გვერდზე გავრცელებული დაახლოებით 5 განცხადება.

წინასწარაც გავაკეთეთ ამის შესახებ განცხადება და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ასეთი ესკალაცია შეიცავდა გარკვეულ საფრთხეებს. რამდენი განცხადება გავაკეთეთ, ყველას ვაფრთხილებდით, საელჩოებს ვაფრთხილებდით ასევე, ვაფრთხილებდით „პრაიდის” მონაწილეებს, სახელმწიფოსაც და ზოგადად ყველას. ბოლო დღემდე მოვუწოდებდით, რომ „პრაიდი” გაუქმებულიყო და ყველას ეგრძნო პასუხისმგებელობა.

ნახეთ ჩვენი განცხადებები, იქ არის მრევლისადმი მოწოდება.

გვაჩვენეთ კადრები და თუ რაიმე პასუხისმგებელობა გამოიკვეთება სასულიერო პირების ან ვინმეს მიმართ, ვინც უკავშირდება საპატრიარქოს აუცილებლად მივიღებთ ზომას.

მეუფე ანტონის განცხადება, რომ მედიის ბრალია 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენები
– ვფიქრობ, თქვენი ბრალი არ არის ეს. ბრალი არის თქვენი რედაქციებისა. მინდა, მოსახლეობამ უბრალოდ მოიკითხოს, ვინ არის იმ ტელევიზიის მფლობელები, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ. ახალგაზრდა ჟურნალისტებს უშვებენ დავალებებით და თვითონ ვინ არიან? რა მოტივაცია აქვთ?

მე არ ვამბობ, რომ რაიმე გამართლება აქვს იმ ძალადობას, იმ საშინელებას, რაც ვნახეთ. სრულიად წარმოუდგენელი რამეა და ვერავინ ამას წინასწარ ვერ გათვლიდა, ვერ წარმოიდგენდით, რომ ჟურნალისტებზე იქნებოდა ასეთი აგრესია. არ ვიცი, რითი უნდა ავხსნათ ეს. სხვა საქმეა, როდესაც მე ვსაუბრობ ტელევიზიების რედაქციებზე, ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც ბოლო დღეებში, აი, ამ პერიოდში, მიტინგებზე ხდება, საშინელი აგრესია და სიძულვილი, სიმყრალე, თუ შეიძლება ითქვას, ყველაფერი გაისმა ეკლესიის მიმართ“, – აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ხანდახან მართლა მგონია, რომ პრემიერი კობახიძე AI-ზე აქტიურია, წარმატებები მას და მის გუნდს!” –...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძისა და მმართველი...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...