spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარლამენტის წევრობა არ არის კობახიძის სურვილისამებრ რაღაც ქაღალდზე...

“პარლამენტის წევრობა არ არის კობახიძის სურვილისამებრ რაღაც ქაღალდზე რაღაცის ხელმოწერა” – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა ,,დროა“-ს დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კომენტარს აკეთებს პარლამენტის წევრობის საკითხზე – დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პარლამენტი ,,არის ძალიან სერიოზული ინსტიტუტი, რომლის ესეთი გაბაიბურება ნამდვილად არ შეიძლება“. ოპოზიციონერი ლიდერი უარს აცხადებს პარლამენტარის მანდატზე:

,,დამოკიდებულება ამ მანდატის მიმართ დავაფიქსირე. მე არ ვარ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრობა არ არის კობახიძის სურვილისამებრ რაღაც ქაღალდზე რაღაცის ხელმოწერა, ამის მიხედვით არ განისაზღვრება.

მანდატის მიმართ ის დამოკიდებულება, რაც ამ თვეების განმავლობაში გამოაცხადეს ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, არის ძალიან ცუდი პრეცენდენტი. იმიტომ, რომ ისინი პარტიული ინტერესების მიხედვით განიხილავენ ან არ განიხილავენ, გადადებენ და როგორც მათ აწყობთ ამის მიხედვით, უბრალოდ ტექნიკური თვალსაზრისით განსაზღვრავენ პარლამენტის წევრობას.

ყველას ჰქონდა განცხადება შეტანილი არ განიხილეს, მერე იმუქრებოდნენ – ეს არ არის პარლამენტის წევრობა! ეს არ არის პარლამენტის მანდატი! ეს არის ძალიან სერიოზული ინსტიტუტი, რომლის ესეთი გაბაიბურება ნამდვილად არ შეიძლება!“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეხლა აღარ გინდათ სალომე ზურაბიშვილი და ცდილობთ ბალასტად ქცეული მოიშოროთ?” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ოპოზიციურ სპექტრში შექმნილ რეალობაზე საუბრობს და...

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...