spot_img
მთავარიIV ხელისუფლებაკოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადებას ავრცელებს აჭარის ტელევიზიასთან დაკავშირებით

სსიპ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ განიხილა და მიიღო გარე აუდიტის ფინანსური ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” წარმოდგენილი საბიუჯეტო ფინანსური ანგარიში 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეესაბამება 2014 წლის 31 დეკემბერს ფინანსთა მინისტრის №429 ბრძანებით დამტკიცებული “საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციას”.

კანონმდებლობის თანახმად, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მრჩეველთა საბჭო ვალდებულია 1 აპრილამდე გამოაქვეყნოს  და აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს გასული წლის ანგარიში, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს გარე აუდიტის დასკვნა. საბჭომ 2018 წლის ანგარიში 1 აპრილს გამოაქვეყნა, თუმცა გარე აუდიტის დასკვნა დღეს, 25 აპრილს განიხილა, მას შემდეგ, რაც ტელევიზიის დირექტორს უნდობლობა გამოუცხადა. ეს მაშინ, როდესაც უნდობლობის ერთ-ერთ საფუძვლად ფინანსური დარღვევები იყო მითითებული.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა ტელევიზიის დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიაკლუბი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ღია საზოგადოების ფონდი
რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ლიბერალური აკადემია თბილისი
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
სატელევიზიო ქსელი
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით (ოთხი წევრი ერთის წინააღმდეგ) დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან იქნა გადაყენებული.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“მიყვარხართ” , “ყველაფერი კარგად იქნება” – მხოლოდ ამის თქმა მოასწრო😣” – ელისო კილაძის შვილი

2 ივნისს გამართული სასამართლო სხდომის შესახებ მოკლე განმარტებას აკეთებს...