spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ - ჩვენ ვართ მმართველი...

“პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ – ჩვენ ვართ მმართველი პარტია” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კომენტარი გააკეთა 5-6 ივლისის მოვლენებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, შეხვედრისას, დაწვრილებით მოახსენა ყველაფერი მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ ძალადობის აღსაკვეთად პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ:

,,ქალბატონ პრეზიდენტს შევხვდით, მოვახსენეთ – მას აინტერესებდა როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ ჟურნალისტები; რამდენი გამოძახება იყო და რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე ადმინისტრაციულად. ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ ქალბატონ პრეზიდენტს.

პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველა ვიღებთ – ჩვენ ვართ მმართველი პარტია.

კითხვები ჩნდება, რომ რატომ არ იყო გამოყვანილი სპეც. დანიშნულების რაზმი? – რომ არ იყო გამოყვანილი, ვინ გეუბნებათ – არ ვიცი. სპეცრაზმი იყო გამოყვანილი. 3200 კაცი მუშაობდა იმ დღეს. თავიდან იყო 3 ლოკაცია, შემდეგ გახდა 8, ბოლოს იყო 20 ლოკაცია. 20 ლოკაციაზე, რომ გაანაწილო ადამიანები, 3200 კაცი დაახლოებით გამოვა 150 ადამიანი ერთ ლოკაციაზე.

არ უნდა ითქვას, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები ცემონ. უკაცრავად, ეს ხომ იდიოტიზმია?! არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო – სახელი და გვარები დავასახელო, როგორ შეიძლება, ვინც არ უნდა იყოს – სუსტი თუ ძლიერი მინისტრი თუ ხელისუფლება, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს. ესეთი რაღაც არ მომხდარა, სამწუხაროდ, რომ ამხელა აგრესია წამოსულიყო ჟურნალისტებისკენ. იყო თითოეული შემთხვევი – თავდასხმა ჟურნალისტებზე, ხელის დარტყმა, მაგრამ ასეთი მასიური სხვა და სხვა ლოკაციაზე, ერთდროულად დაწყებულიყო ჟურნალისტების დევნა – ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელია, საშინელებაა და ვგმობ.

მე მინდა ხაზი გავუსვა, პოლიციელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. ის, რომ პოლიცია გვერდზე იდგა და არ ინძრეოდა, საერთოდ არ ეხმარებოდნენ, ბიჭები საავადმყოფოშიც მოხდნენ, თავები აქვთ გატეხილი, ოპერაცია გაუკეთდათ.
მოძალადეებს, ფიზიკურად საშულება რისიც იყო ვაკავებდით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მე მახსოვს პოლიცია, რომელიც მოსახლეობის იმედი იყო” – ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ქართულ პოლიციასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...