ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია" - GDI-ს სპეციალური...

“ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები უკიდურესად შემაშფოთებელია” – GDI-ს სპეციალური განცხადება

თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აძლევს  ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”:

GDI უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის ფაქტებისა და ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უმოქმედობის გამო.

2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს რუსთაველის გამზირი, პარლამენტის წინ საპროტესტო კარვები უკანონოდ დაშალეს და ასევე თავს დაესხნენ მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, ასევე დააზიანეს მედიის კამერები და მოწყობილობები.

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ იყო ცნობილი ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თაობაზე:

ა) მათ არ მოახდინეს შესაბამისი საპოლიციო რესურსის მობილიზება;
ბ) არ მიუღიათ არანაირი ზომა ჰომოფობიური ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხის პრევენციისთვის;
გ) ხოლო უშალოდ მიზანმიმართული ძალადობის ფაქტებს შსს-ს წარმომადგენელები უმოქმედობით ან დაგვიანებული და ფორმალური რეაგირებით პასუხობდნენ;
დ) ნაცვლად მოძალადეების დაკავებისა, პოლიცია მოუწოდებდა ჟურნალისტებს განრიდებოდნენ ტერიტორიას, რაც აფერხებდა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

მედიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება და დემოკრატიული ღირებულებების რეალიზება. მედიის თავისუფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას მედიის წარმომადგენლები საზოგადოების სხვა წევრების მიერ გამოვლენილი ძალადობისგან, უზრუნველყოს შესაბამისი პირობები ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად.

2021 წლის 5 ივლისს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ აქვთ საკუთარი პროფესიული საქმიანობის რეალიზების პირობები, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიების დაცვა, არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და, ამდენად, გაუმართლებლად შეზღუდა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებები მათ შორის კი საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტთთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ ყველაფერს კი ხელი მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმაც შეუწყო.

GDI გამოხატავს მზადყოფნას გაუწიოს იურიდიული დახმარება მედიის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში/სასამართლოში,” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უნდათ, რომ თავიანთი მხარდამჭერები რაღაცნაირად შეაგულიანონ, რადგან თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ” – კახა...

ეს ძალადობრივი დაჯგუფებები გარედან იკვებებიან - სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების...

“ის, როგორც ექცევა “ქართული ოცნების” ძირითადად შუახნის თაობა, ახალ თაობას, შეიძლება კვალიფიცირდეს როგორც “პოლიტიკური...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის განსაკუთრებით მწვავე, მძიმე შეფასებები მმართველი პარტიის...

“ვიტოვებ იმედს, რომ “ლელო” გადაიფიქრებს და ამ უგუნურ ნაბიჯს არ გადადგამს” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში...

“მამუკა მდინარაძეზე, თუ ვინმე ფიქრობდა, რომ სუს-ში მისი ადგილი არ იყო, მწარედ შესცდნენ” –...

სუს-ის უფროსად "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის დანიშვნას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს გეკა, ვინც არის, მართლა არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა ეს კაცი და დავიჯერო მისთვის ეს ადვილი...

"ტვ პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", სამართალდამცავი სისტემის...

“ხომ მართალი აღმოჩნდა მიშა?” – მაია ორჯონიკიძე

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყოფილი ვიცე-რექტორი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი...

“მაგარი გადარჩენილი ვართ, რომ ქაჯი და კორუმპირებული მერი არა ჰყავს თბილისს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ირონიულ შეფასებების აკეთებს თბილისის მერ კახა...

“რაც ახლა მელიქიშვილზე ხდება, ასე აპირებ თბილისის მერობას, კახი?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე შეფასებებით ეხმაურება...