პარასკევი, აპრილი 19, 2024

“ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში რწმენისა და მორალის სახელით, ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, არბევენ ოფისებს – ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი” და მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს კონსტიტუციის წინაშე ყველას თანასწორობა და წესრიგი:

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს თავის მოვალეობა, უზრუნველყოს კონსტიტუციის წინაშე ყველას თანასწორობა და წესრიგი, ის ვერ სცდება თავის ვიწროპარტიულ დღის წესრიგს და თავად ახალისებს, აორგანიზებს ამ ძალადობას.

მეგობრებო, ქრისტიანობა უპირველესად სიყვარულის და მიტევების რელიგიაა და არა განსხვავებულის, სუსტის ჩაგვრის და ქვებით ჩაქოლვის.

ყველამ გამოვიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, რომ ქვეყანა ჰიბრიდული ბრძოლის ასპარეზიდან არ გადავაქციოთ რეალური ფიზიკური ბრძოლის ასპარეზად”, – აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული