ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"ჩვენთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება..." - თამარ გაბუნია...

“ჩვენთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება…” – თამარ გაბუნია ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალზე

როგორც ცნობილია, 3 ივლისიდან ვაქცინაციის მისაღებად მომხმარებლები ვერ რეგისტირდებიან საიტზე booking.moh.gov.ge. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კომენტარი გააკეთა აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ თუ ვებ-გვერდზე ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხდება უახლოეს საათებში, კლინიკების გახსნიან ქოლ-ცენტრებს და ამ ალტერნატიული ვარიანტით გაგრძელდება ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესი:

,,24 საათიან რეჟიმში მუშაობს ტექნიკური ჯგუფი. გარკვეული ხარვეზები გამოსწორდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ბოლომდე ყველა ხარვეზის გამოსწორება ვერ მოხერხდა.

გუშინდელი ინფორმაციით, რამდენიმე საათი მოითხოვეს ტექნიკოსებმა იმისთვის, რომ ხარვეზი აღმოფხვრილიყო. როგორც ჩანს, დაზიანება მეტად კომპლექსური იყო, ვიდრე თავიდანვე შეფასდა. ამდენად ჯერ-ჯერობით პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთვის რთულია ზუსტი ვადების დასახელება.

მასიური ვაქცინაციის პროგრამის დაწყება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და გარდა იმისა, რომ რეგისტრაციის პორტალს ვიყენებთ ჩვენ ამ მიზნებისთის, არსებობს სხვა ალტერნატიული გზებიც.

150 დაწესებულება, რომელიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში – ხვალ/ზეგ გახსნის თავიანთ ქოლ-ცენტრს, სადაც მოქალაქეს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკვე ადგილზე დარეკოს და იქვე დაჯავშნოს რიგი.

ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ მოქალაქეებისთვისაც ადვილი იყოს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა და ასევე, რიგებიც ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

“კობახიძის წერილი არის რუსული პროპაგანდის ბოდვა, ეს არ არის დიპლომატიური ტექსტი” – პაატა მანჯგალაძე

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსისადმი...

“ევროპა ჩვენი მიზანი კი არ არის ის არის გზა, გზა დაცულობისკენ, განვითარებისკენ და სიმშვიდისკენ”...

მმართველი გუნდის მიერ წარმოებულ პროპაგანდასა და ქართველი ერის მიზანზე...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...