ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"თქვენ ბედნიერები ხართ, ხალხი კი იხოცება - ეს...

“თქვენ ბედნიერები ხართ, ხალხი კი იხოცება – ეს არის რეალობა დღეს, რაც შეიქმნა ქვეყანაში” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგი აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ჩატარებულ ბრიფინგზე მიმართა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნავს, რომ მართალია ,,გვეღირსა მილიონი ვაქცინის მიღება, მაგრამ მხოლოდ ვაქცინის ჩამოტანა არაფერს არ ნიშნავს, აუცილებელია დღე და ღამე, სისტემური, გეგმაზომიერი მუშაობა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს“:

,,უმძიმესი covid-ვითარებაა, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. უამრავი ადამიანი, სამწუხაროდ, იღუპება ხელისუფლების უმოქმედობის გამო. მე დღეს მოგიტანეთ სტატისტიკური მაჩვენებლები.

რაც ყველაზე სამწუხაროა, ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენ კი ვართ მაღალი საშიშროების მქონე ქვეყანა.

ბატონო ირაკლი, პრემიერ-მინისტრს მივმართავ, თქვენი მოქმედებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად საქართველოში საშუალოდ 20 ადამიანი კვდება covid-დან გამომდინარე. გუშინ, როგორც იქნა გავიგეთ, რომ გვეღირსა მილიონი ვაქცინის მიღება, მაგრამ მხოლოდ ვაქცინის ჩამოტანა არაფერს არ ნიშნავს, აუცილებელია დღე და ღამე, სისტემური, გეგმაზომიერი მუშაობა, რომ მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს.

მე რაღაც ვერ ვხედავ თქვენი მხრიდან კამპანიას და მოწოდებას – სად უნდა მივიდეს ხალხი ვაქცინის გასაკეთებლად? ვერ ვხედავ ვერანაირ კონკრეტულ ქმედებებს! სამწუხარო რეალობა, ისევე, როგორც არის ხოლმე საქართველოში შეიძლება იყოს ახლა – ვაქცინა გვქონდეს, რომელიც ძლივს გვაღირსეთ და ვაქცინაცია არ იყოს ქვეყანაში.

მეგობრებო, სხვა თუ არაფერი, ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობის პრობლემამ მაინც უნდა შეგაწუხოთ! ყოველდღე საქართველოში კვდება ხალხი თქვენი არასწორი ქმედებების გამო! ყოველდღე თქვენ ქმედებებს ეწირება საქართველოს მოქალაქეები! აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ პრობლემებზე, შიმშილზე, რომელიც აქედან გამომდინარე გვაქვს. ტურისტული სეზონისთვის ემზადებით. რომელი ტურისტი ჩამოვა საქართველოში?! ან რა ტურისტული სეზონისთვის ემზადებით, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფრთხის მქონე ქვეყანა ვართ covid-ის კუთხით?!

გამოდით კაბინეტებიდან! გადით ქუჩაში! იმუშავეთ დღე და ღამე იმისთვის, რომ შევცლოთ ეს უბედური მაჩვენებლები, რაც გვაქვს! გაუფრთხილდით ადამიანების სიცოცხელს! ხომ შეიძლება, რომ რაღაცამ მაინც შეგაწუხოთ ელემენტარულად?! ხომ შეიძლება, რომ მარტო ფულის კეთებაზე არ ფიქრობდეთ ბატონო ირაკლი და ფიქრობდეთ ხალხის ჯანმრთელობაზე?! რამდენ ხანს უნდა ვიყოთ მსხვერპლი თქვენი ამ კატასტროფული ქმედებების, რაც თქვენ გაქვთ?!

კიდევ ერთხელ ვამბობ: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი – გაცილებით უკეთესი მაჩვენებლები და საქართველოს – უბედური მდგომარეობა, აი ამ ბედნიერი ხელისუფლების პირობებში. თქვენ ბედნიერები ხართ, ხალხი კი იხოცება – ეს არის რეალობა დღეს, რაც შეიქმნა ქვეყანაში! ამიტომ გამოდით, იმუშავეთ, მოგვიწოდეთ, ჩაგვრთეთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ, რომ გადავარჩინოთ უბრალოდ ადამიანების სიცოცხლე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...