პარასკევი, ივნისი 27, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიCOVID 19"დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა 1 000 000 დოზა ვაქცინა"...

“დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა 1 000 000 დოზა ვაქცინა” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჩატარებულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქვეყანაში უკვე შემოვიდა ვაქცინის 1 მილიონი დოზა, ხოლო წლის ბოლომდე დაანონსებულია 4 000 000 დოზამდე ვაქცინის შემოტანა:

,,მე მინდა, ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური ინფორმაცია, დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა 1 000 000 დოზა ვაქცინა. ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიაციის აღიარებული ავტორიზებული ჩინური ვაქცინები, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა კარგად იცნობს – ,,სინოფარმის“ და ,,სინოვაკის“ ვაქცინები.

1 000 000 დოზა უკვე არის ადგილზე. ჩვენ ახლა ვართ მზად, რომ ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

აქვე მინდა, მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდო შემდეგი დოზების შემოსვლის თაობაზე. მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პირდაპირ უშუალო მწარმოებლებთან. ისე, როგორც მოხდა ამ ჩინური ვაქცინების შემთხვევაში ,,სინოფარმთან“ და ,,სინოვაკთან“, ჩვენ აქტიურად ვაწარმოეთ მოლაპარაკებები და დავასრულეთ წარმატებით. დამატებით 1 მილიონ დოზას კიდევ ველოდებით და ალბათ 1 თვეში შემოვა: 500 000 დოზა ,,სინოფარმი“ და 500 000 დოზა ,,სინოვაკი“. ჯამში 2 მილიონი გვაქვს უკვე შეკვეთილი.

ამას გარდა მე გეტყვით, რომ ,,ფაიზერთან“ ჩვენი წარმატებული მოლაპარაკების შედეგად ასევე მივაღწიეთ შეთანხმებას, სადაც კონტრაქტი არის გაფორმებული, ფული გადახდილი გვაქვს 1 მილიონი დოზის თაობაზე. ასევე ,,ფაიზერიც“ ეტაპობრივად დაიწყებს მოწოდებას ივლისიდან. ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე დაახლოებით 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ბრძოლაა ხალხსა და რეჟიმს შორის და აქ მარცხდება ივანიშვილი!” – გიორგი ვაშაძე

"ქართული ოცნება" ტელეკომპანიებს კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...