ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
13.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმამუკა მდინარაძე: კარვების რომ არ იღებთ პარლამენტის წინ...

მამუკა მდინარაძე: კარვების რომ არ იღებთ პარლამენტის წინ – ეს არის საბოტაჟი, რომელიც ინვესტიციასაც ამცირებს და ამ ქვეყანასაც აზიანებს

თურმე ინვესტიციებია შემცირებული, თქვენ იცით რა ქენით? კიდევ 7 თვე აჯანჯღარეთ ეს ქვეყანა მოგონილი და სპეკულაციური ბრალდებებით, კარვები არ აიღოთ პარლამენტის წინ, რაც არ უნდა შეთანხმება მოხდეს და ვინც არ უნდა ჩამოვიდეს, როგორი ევროპული ინსტიტუციებიც არ უნდა ჩაერთონ, და უფრო მეტი ინვესტიცია შემოვა – ეს არის საბოტაჟი, რომელიც ინვესტიციასაც ამცირებს და ამ ქვეყანასაც აზიანებს, მაგრამ ისე ვერა თქვენ რომ გაგიხარდებათ“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ოპოზიციის წარმომადგენელთა საპასუხოდ, რიგგარეშე სესიაზე მამუკა მდინარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული პროგრესია სოფლის მეურნეობაში და მილიარდ ნახევარ ლარით, რომელსაც, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ოპოზიცია „გადაყრილ ფულს“ უწოდებს, ხალხმა პროექტები განახორციელა, პროგრამებით ისარგებლა და მცირე ბიზნესი დაიწყო.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, სიღარიბე, ოკუპაციასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა. მისივე შეფასებით, პოზიტიური დინამიკის გვერდის ავლა და გაჭირვებული ადამიანის უბედურებით სპეკულირება – ცალკე პრობლემაა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, სიღარიბის მთაავრი მაჩვენებელია პროცენტული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით რომ იწონებთ თავს ნაცმოძრაობა, ამის პარალელურად რამდენი იყო სიღარიბე? შეგახსენებთ, იმ წელს, 2007 წელს როდესაც 12,6 % იყო ეკონომიკური ზრდა, სიღარიბე უკვე გაზრდილი გქონდათ და იყო 38,8%. შევარდნაძის შემდეგ დაგხვდათ 34% და იმ წელს როცა ყველაზე დიდი ზრდა გქონდათ ეკონომიკის, გქონდათ 38,8%.რეალურად, ეს არის ინდიკატორი, რატომ მიდიოდა ჯიბეებში ფული. ახლა რომ არ ხდება კორუფცია იმიტომ ხართ გამწარებული. შეიძლება ახლა იყოს კორუფცია, მაგრამ იმისი მასშტაბი სხვა არის და რამდენი მერი და საკრებულოს თავმჯდომარეა დაჭერილი იმასაც მიხედეთ.

2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 5%-იანი მხოლოდ, ამ ფონზე სიღარიბის მაჩვენებელი ჩამოვიყვანთ 19,5%-მდე პანდემიამდე. ეს არის დაახლოებით 800 ათასი ადამიანი. სპეკულაცია თუ გინდა, 800 ათასი ადამიანში ვიღაცას ნახავ. ამ ტემპს პოზიტიური დინამიკის, რომ ნაკლები ადამიანი იყოს სიღარიბეში შეიძლება სხავანაირად უფრო კარგად მოევლებოდა, ამაზე შეიძლება ვიკამათოთ. მაგრამ როცა ამას გვერდს უვლი და გაჭირვებული ადამიანის უბედურებით სპეკულირებ, ეს ცალკე პრობლემაა. იმაზე კი არ გელაპარაკებით ადრე რა ქენით, დღეს რას აკეთებთ და როგორ მავნებლობთ, იმაზე გელაპარაკებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს 9 მაისს რუსეთში აღლუმზე” – ლევან სანიკიძე

“დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფარცხალაძე წარმოადგენდა “ქართულ ოცნებასა” და...

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...