spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე წუწუნებთ, ჩვენი...

“ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე წუწუნებთ, ჩვენი სახლი ტალახიანიაო” – არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს

რას ჰგავს თქვენი საქციელი, იცით? ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე, ამ ტრიბუნასთან მოდიხართ და წუწუნებთ, რომ ჩვენი სახლი ტალახიანიაო. ასე ექცევით საკუთარ სასამართლოს“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციას. რიგგარეშე სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიერ დაკავებულ პოზიციებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, მედიის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

2012 წლამდე ქვეყანაში სულ 4 ეროვნული მაუწყებელი არსებობდა, საზოგადოებრივის ჩათვლით. დღეის მდგომარეობით საქართველოში 20 ეროვნული ღია საეთერო მაუწყებელი მოქმედებს. ჯამში დღეს 100-ზე მეტი ტელევიზია ფუნქციონირებს საქართველოში. ჩვენს შემდეგ საერთაშორისო შეფასებაში არიან პოლონეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, სერბეთი და ლიბერალური მედია პოლიტიკის ძალიან კარგი მაგალითია 2019 წელს სამაუწყებლო მედიაში განვითარებული მოვლენები.

ისევ სასამართლოსაც რომ დავუბრუნდეთ, თქვენ გახსოვთ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა, სადაც ბევრნი ადანაშაულებდით საკუთარ ეროვნულ სასამართლო სისტემას და ამბობდით წინასწარ, რომ მან უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. რომელი გამოხვედით მერე, სტრასბურგის სასამართლომ რომ თქვა, რომ საქართველოს სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა ეს საკითხიო, რომელმა მოუხადეთ ბოდიში საქართველოს მოსამართლეებს? რას ჰგავს თქვენი საქციელი, იცით? ტალახს ესვრით საკუთარ სახლს და მერე, ამ ტრიბუნასთან მოდიხართ და წუწუნებთ, რომ ჩვენი სახლი ტალახიანიაო. ასე ექცევით საკუთარ სასამართლოს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ოპოზიციას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ტყუილად შეეჭიდეთ ფასებს ქოცებო, ჯობს ისევ დიფსთეითს მიაწვეთ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, ფასებთან დაკავშირებით მმართველი...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სულ მოღალატეებშია ბატონი ბიძინა”

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...