spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ საქართველოს შერცხვენა" -...

“დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ საქართველოს შერცხვენა” – ლევან ვასაძე

სტამბულში სამედიცინო გამოკვლევაზე მყოფი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” ლიდერი, ლევან ვასაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და თავის კატეგორიულ პოზიციას აფიქსირებს “პრაიდის კვირეულის” გამართვასთან დაკავშირებით:

გუშინ, ათდღიანი ვადა გავიდა, რომელიც ჩვენ მივეცით ხელისუფლებას ე.წ. “პრაიდის კვირეულთან” დაკავშირებით და რადგანაც მთავრობამ არ გააკეთა განცხადება რომ აუქმებს ამ ღონისძიებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. 5 ივლისს, ყველას გეძახით, გეპატიჟებით და მოგიწოდებთ მოხვიდეთ რუსთაველის გამზირზე.

სხვადასხვა ჯგუფები იკრიბებიან სხვადასხვა ადგილას, მე პირადად დილიდან მივალ რუსთაველის ძეგლთან და რადგან 12 საათისთვის აპირებენ უმსგავსო აღლუმის ჩატარებას, ჩვენ ამაც აღვუდგებით წინ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინოს კეთილგონიერება და გააუქმოს ეს ღონისძიება, თავიდან აიცილოს სოციალური დაძაბულობა. მსგავსი ღონისძიებები სრულიად დაუშვებელია ჩვენს რეგიონში, ის სპობს ნებისმიერი რეინტეგრაციის პერსპექტივას ჩვენს სეპარატისტ ძმებთან – ოსებთან და აფხაზებთან, არცხვენს საქართველოს სახელს მთელ კავკასიასში, მთელს რეგიონში, რაც დაუშვებელია.

ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე განმარტება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან, თუ რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ე.წ. თვითგამოხატვის უფლებები, სადაც ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, სტაბილურობას და შედის კონფლიქტში საზოგადოებრივ მორალთან. ეს დაფინანსებული და ხელფასზე დამოკიდებული ჭინკები, რომლებიც უცხოეთიდან ჯამაგირს იღებენ ყოველგვარ უმსგავსო საქციელში ამას არ უსმენენ და უყრუებენ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია გაითვალისწინოს ეს ყველაფერი.

ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც შეიძლება იქ მოხდეს, მასზე პირდაპირ პასუხისმგებელია ჩვენი ხელისუფლება. მე იმედს ვიტოვებ, რომ მოუხმობენ კეთილგონიერებას და აღკვეთენ ამ სრულიად მიუღებელ და დაუშვებელ ღონისძიებას.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ექიმები გამომიშვებენ, რადგან ღრმა კომპლექსური კვლევები მიტარდება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ მოვიდე მეც ისე, როგორც ის ადამიანები, ვისთვისაც ოჯახი და ტრადიციები მნიშვნელოვანია. დამოუკიდებლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ყველას ტრადიციების მიმდევარი ადამიანების მოვალეობაა, არ გაატეხინოს ხერხემალში საქართველოს ზნეობრივი კოდი, ჩვენი ქვეყნისა და ტრადიციების მტრებს.

ყველას მინდა გთხოვოთ, რომ იქ შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების შემთხვევაში ხელი არ დაარტყათ ამ პერვერტებს და უბრალოდ შეეცადეთ ადგილიდან გაარიდოთ ისინი პროვოკაციის ადგილიდან. ძალოვანებს მოვუწოდებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოესარჩლონ უზნეობის ზეიმს საქართველოში, არანაირი ჯამაგირი და კარიერა არ გიღირდეთ თქვენი ხალხის, თქვენი ქვეყნის შერცხვენად.

მოვუწოდებ უცხო ქვეყნების ელჩებს, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც ლამის ტრადიციად გახადეს ქართული ტრადიციების დაცინვა და ხელყოფა – ნუ იკადრებთ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას საქართველოს ეკლესიას, მის ღირებულებებს, დარჩით თქვენს საელჩოებში და ნუ გაერევით ამ პროვოკაციასა თუ სიბინძურეში.

დარწმუნებული ვარ, ვერც ჩემი ავადმყოფობა და ვერც სხვა რამ ჩვენს ხალხს ამ სიბინძურის არდაშვებაში ვერაფერი შეაჩერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, ამ ისედაც გაწვალებულ ქვეყანაში არ დაუშვან ე.წ. პრაიდის კვირეული.

ვწუხვარ, რომ ასე მოხდა და ამ მიმართვის გაკეთება სტამბოლიდან მიწევს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოვასწრებ თბილისში დაბრუნებას. მთელ საქართველოს გეძახით დავდგეთ ერთად და არ დავუშვათ საქართველოს შერცხვენა მთელს კავკასიაში“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

“ჭკუაზე მოდით, გონს მოეგეთ და ნუ ეთამაშებით ცეცხლს, თორემ ისეთი რამე დაგემართებათ, რომ ვერც კი წარმოიდგენიათ!” – ლევან ვასაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...