პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ბევრი პოზიტიური...

პაატა მანჯგალაძე: საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ბევრი პოზიტიური მომენტია ასახული, თუმცა, ასევე, არის პრობლემური საკითხებიც

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში ბევრი პოზიტიური მომენტია ასახული, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს რისკებს ადამიანის ფაქტორიდან გამომდინარე რისკებს – ვგულისხმობ ტექნოლოგიურ ნაწილს და ასევე, კომისიებში არსებული დისბალანსის აღმოფხვრას, მაგრამ ასევე არის პრობლემური საკითხები“, – ამის შესახებ ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, სამუშაო ჯგუფმა დიდი და სერიოზული სამუშაო გასწია. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, რამდენიმე საკითხი დააზუსტა და განაცხადა, რომ თუ აღნიშნული ხარვეზები გასწორდება, ფრაქცია ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

პირველი საკითხი არის ოქმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებული საკითხი. მართალია, შარლ მიშელის დოკუმენტში დაფიქსირებულია ეს ფორმულირება, რომ მხოლოდ ოლქის მიერ დანიშნული პროფესიული წევრების 2/3-ის ხელმოწერა უნდა იყოს და პლუს, პარტიის წევრების, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება სამართლის ლოგიკას. ეს არის აშკარა ხარვეზი და უნდა გასწორდეს. ამ ჩანაწერით გამოდის, რომ თუ ოთხი წევრი არ უჭერს მხარს 17 წევრიდან პროფესიული ნიშნით არჩეული და 13 წევრი თანახმაა, რომ ოქმი სამართლიანია, 4 წევრის ხელმოწერას უფრო მეტი იურიდული ძალა აქვს, ვიდრე 13 წევრის ხელმოწერას.

მეორე საკითხია, რომელიც ზღუდავს პარტიას, რეგისტრაციის დროს აირჩიოს სახელი, თუ როგორ გამოვიდეს არჩევნების დროს და ეს არის 142-ე მუხლი და ამ ჩანაწერთან დაკავშირებითაც შეთანხმებული ვართ, რომ უნდა დაზუსტდეს ეს ჩანაწერი. თუ ეს დაზუსტებული იქნება, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ცვლილებებს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“ჩემი გადაწყვეტილებაა პროპაგანდას ყოველთვის ვუპასუხოთ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი, მის ბინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში...

“ძალიან ზარალდება და ზიანდება ივანიშვილი და მისი ხროვა. რთულად აქვთ საქმე” – ვახო სანაია

ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილის ყველა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...