ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავს და 2019 წლის 20 ივნის მომხდარ ფაქტებს შეახსენებს:
„აქ, პარლამენტის ამ დარბაზში, ამ ტრიბუნასთან, სადაც ნამდვილად არის ის სული, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის სული და სიმბოლო, იჯდა რუსი ოკუპანტი და ხასიათით, სიმბოლოთი ბატონი გავრილოვი წარმოადგენდა ზუსტად იმას, ვინც არ უნდა შემოსულიყო საქართველოს საზღვარზე ვერასდროს, არასდროს და ამის საშუალებას იძლეოდა საქართველოს კანონმდებლობა.
თქვენ, ყველა ერთად, როდესაც შემგუებლობაზე საუბრობთ, შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს საზღვარზე შემოუშვით ოკუპანტი, რომელიც აქ რუსულ ენაზე მოგმართავდათ და ამაზე საერთოდ პროტესტი არ გამოგიხატიათ.
20 ივნისს მოხდა ის, რაც რეალურად წარმოადგენდა თქვენი მმართველობის სიმბოლოს ძვირფასო უმრავლესობის წარმომადგენლებო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ პლენარულ სხდომაზე.

