spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი ზარქუა დაბალი პოლიტიკური კულტურის მაგალითია" - პაატა...

“ირაკლი ზარქუა დაბალი პოლიტიკური კულტურის მაგალითია” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტში საპენსიო კანონმდებლობაში “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის განხილვისას მწვავე დისკუსიას და დეპუტატ ირაკლი ზარქუას მხრიდან ცალკეულ შეფასებებს ეხმიანება პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე.

“ქართული ოცნების” ზოგიერთი დეპუტატი პოლიტიკურ ეშხში შევიდა და პერსონალურ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, როცა არგუმენტირებული პასუხი არ გააჩნიათ იმ დასაბუთებულ კორუფციულ ფაქტებზე და სხვა სამართლიან მხილებებზე, რასაც “სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველდღიურად აჟღერებს სხვადასხვა ტრიბუნიდან.

ამ მხრივ დაბალი პოლიტიკური კულტურის მაგალითია ირაკლი ზარქუა, რომელსაც არანაირი პასუხი არ ჰქონდა და დღესაც არ აქვს იმაზე, თუ რატომ იხდიან ჩვენი პენსიონერები სესხში 36%-ს და რატომ აქვს “ლიბერთი ბანკს” მათი ექსკლუზიური ძარცვის უფლება. უფრო მეტიც, როგორ მოხდა, რომ გუშინ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სწორედ ირაკლი ზარქუამ და “ქართული ოცნების” სხვა წევრებმა გაახანგრძლივეს “ლიბერთი ბანკის” ეს მონოპოლია, როცა მხარი არ დაუჭირეს “სტრატეგია აღმაშენებლის” ინიციატივას პენსიონერების ძარცვის დასრულებაზე.

ჩვენ მათ ვერ ავყვებით პერსონალურ შეურაცხყოფებში და ტალახის სროლაში, მაშინ ნამდვილად წაიშლება ზღვარი ჩვენსა და მათ შორის. ერთი რაც შემიძლია ვურჩიო, გაიმაგრეთ ნერვები, მოიმარჯვეთ ღირსება, რაც შეგრჩენიათ და მშვიდად აიტანეთ ის მხილებები, რასაც “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი არ მოგაკლებთ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ დროში”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“საიდუმლო გასკდა: სად დაიკარგა ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი…” – რომან გოცირიძე

ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" ყოფილი მფლობელის, ირაკლი რიხაძის...

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...