spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "5000-მდე ოჯახი რჩება მშიერი, მათ კახა...

გიორგი ვაშაძე: “5000-მდე ოჯახი რჩება მშიერი, მათ კახა კალაძემ ჯიბიდან ამოუღო 43 მილიონი ლარი”

სამარშრუტო ტაქსებზე აუცილებლად აღდგება სამართლიანობა და ადამიანები, რომლებმაც ეს სამარშრუტო ტაქსები განავითარეს, დაბრუნდებიან“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, დედაქალაქის მერმა სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლების ოპერაციით, რომელიც ე.წ. „ყვითელი მარშრუტკების“ „ლურჯი მარშრუტკებით“ შეცვლას ეხება, ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა განახორციელა, რითაც ყოველწლიურად 43 მილიონი ლარი „ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს, დისპეტჩერებს და 5 ათასამდე ოჯახი მშიერი დატოვა“.

კახი კალაძეს ალბათ ყველა იცნობთ, ქალაქ თბილისის მერი რომ არის, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ აღარ უნდა იყოს და ახლა მინდა ვისაუბრო იმ 43 მილიონიან სქემაზე, რომელიც მან მოპარა კონკრეტულ ადამიანებს და ჩაიდო ჯიბეში ან ვიღაცას გაუნაწილა. საქმე ეხება ყვითელ და ლურჯ სამარშრუტე ტაქსებს. მოხდა ისე რომ, დისპეჩერების ფული გაქრა, ეს ადამიანები უმუშევრად რჩებიან, სამარშრუტე ტაქსების მძღოლების ხელფასები 1500 ლარიდან 800 ლარამდე შემცირდა და ამასაც არ უხდიან, ხოლო მოიჯარეები საერთოდ ამოაგდეს ამ ბიზნესიდან და ერთ-ერთ კონკრეტულ კომპანიას ლურჯი სამარშრუტე ტაქსები, რომელიც იყიდა მერიამ, გადასცა მართვაში და უთხრა, რომ მეიჯარეებმა კი არ იშივონ ფული, მძღოლებმა კი არ წაიღონ, აი ამ კომპანიამ წაიღოს ეს ყველაფერი.

დავთვალეთ, რომ ყოველწლიურად ბატონმა კახა კალაძემ 43 მილიონი ლარი, ხაზს ვუსვამ – 43 მილიონი ლარი ამოუღო ჯიბიდან მეიჯარეებს, მძღოლებს, დისპეჩერებს და გადაანაწილა სადღაც. დარწმუნებული ვარ თვითონაც არ დარჩებოდა წილის გარეშე იმიტომ, რომ ცნობილია მისი „საგმირო საქმეები“ ქალაქ თბილისში. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული თაღლითობა. 5000-მდე ოჯახი რჩება უბრალოდ მშიერი, მათ კახა კალაძემ ჯიბიდან ამოუღო 43 მილიონი ლარი. მე ამ ადამიანების გვერდით ვდგავარ და ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ჩვენი ფრაქცია ყოველთვის ვიქნებით უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი, ვამხელთ ყველა კორუმპირებულს და არცერთი წამით უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“სკოლაში ფორმების შემოღება ძირითადად ორი არგუმენტოთ “პრავდება” ხოლმე…” – მერაბ მეტრეველი

სკოლაში სავალდებულო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ აზრთასხვადასხვაობას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...