ორშაბათი, ივლისი 14, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სასამართლოში არსებულ კლანს აუცილებლად დავასრულებთ, ისინი იმსახურებენ დასჯის...

“სასამართლოში არსებულ კლანს აუცილებლად დავასრულებთ, ისინი იმსახურებენ დასჯის ყველა ფორმას” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას – “მიღწეული შეთანხმება რომ ჩაითვალოს შესრულებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება“.  ოპოზიციონერი ლიდერი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს “შარლ მიშელის დოკუმენტში” განსაზღვრული მოთხოვნების უპირობოდ შესრულებას, მათ შორის, სასამართლო სისტემასთან მიმართებაში:

სრულად ვეთანხმები ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც ეხება საქართველოს სასამართლო სისტემას. პირდაპირ ვაცხადებ “სტრატეგია აღმაშენებლის” სახელით – სასამართლოში არსებულ კლანს აუცილებლად დავასრულებთ, ისინი იმსახურებენ დასჯის ყველა ფორმას – მათრახებს, მათ შორის.

ნაბიჯ-ნაბიჯ ამას მივაღწევთ. “შარლ მიშელის დოკუმენტი” – ეს არის დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი, “ქართულ ოცნებას”, ევროპული და ამერიკული ბეჭედი აქვს დასმული. ამ ბეჭედს, ამ დიდ შეთანხმებას თუ ისინი შეეწინააღმდეგებიან, ისინი იქნებიან პოლიტიკურ სანაგვეზე” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა შეფასება გააკეთა მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს ეწინააღმდეგება “შარლ მიშელის დოკუმენტის” სულისკვეთებას, 19 აპრილის შეთანხმებას და ეს პროცესი უნდა შეაჩეროს ხელისუფლებამ:

,,ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე – შეაჩერებენ თუ არა მოსამართლეების დანიშვნის პროცესს. ამით გამოჩნდება ისინი რამდენად არიან 19 აპრილის შეთანხმების ერთგულნი, რაზე მუშაობაც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და პირობის ეს შეთანხმება რომ ჩაითვალოს შესრულებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, წამოიჭრება გარკვეულ შეკითხვებს. ის დასაბუთება, რომ სასამართლოს სისტემაში არ არის საკმარისი რაოდენობა მოსამართლეების და მოსამართლეთა არ დანიშნვნა ამ ეტაპზე გამოწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს – ეს არ არის დასაბუთებული განცხადება.

თუ კი კვლავ გაგრძელდება დანიშვნები, მაშინ ეს იქნება, რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შესაძლებლობა და ეს შეასუსტებს სისტემას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველები რომ ბიძინას პოლიტიკურ გადატრიალებას ცხვრებივით უდრტვინველად შეგუებოდნენ, არც ევროპიდან იქნებოდა ის რეაქცია, რასაც...

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილი გადასულია ადამიანების მკვლელობაზე” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება აჭარის ავტონიური...

“არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი” – ზურაბ გირჩი...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ემოციური წერილი საპატიმროდან, რომელიც მისი ფეისბუქის...

“თითქმის ყველა აქტიური ოპოზიციონერი ლიდერი ტყვეობაში გყავთ და შალვა, შენ შირაქის ველზე რომელ ლიდერებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილს პასუხობს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...