ორშაბათი, აპრილი 29, 2024

ვაქცინაციის ასორტიმენტი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი, საუბარია როგორც “მოდერნაზე”, ასევე “ჯონსონ და ჯონსონზე” და “ნოვოვაქზე” – ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა ვაქცინების ახალი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ექნება მრავალფეროვანი არჩევანი იმისთვის, რომ იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობასა და სხვა მოქალაქეებზე:

,,ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი დოზების ლოჯისტიკაზე. კონკრეტულ თარიღებს, სამწუხაროდ, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვა იმ მწარმოებლებისთვის, რომელთაგანაც ჩვენ ვიღებთ მაღალ ხარისხიან ვაქციანებს, ვერ ვასახელებ.

ასორტიმენტი იქნება საკმაოდ მრავალფეროვანი, საუბარი არის როგორც ,,მოდერნაზე“, ასევე ,,ჯონსონი და ჯონსონზე“ და ,,ნოვოვაქზე“.

აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ საკმაოდ ფართო არჩევანის შესაძლებლობა იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება და იზრუნონ როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარ მონაპოვარზე – ვაქცინაციის მეთოდით პანდემიის დაძლევაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული