ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებთან, აღსაზრდელების გაყვანასთან და თანამშრომლების წასვლასთან დაკავშირებით ბოდბელი ეპისკოპოსი, ნინოწმინდის პანსიონის მმართველად დანიშნული, მეუფე იაკობი განმარტებებს აკეთებს:
„ჩვენთან ამდენი თანამშრომლის ყოფნა ახლა არ არის საჭირო. ცხრამეტი აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ როგორი პროცესია.
აღსაზრდელებს, ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ. ველოდებით იმას, თუ როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება სრულად ჰქონდეს მომსახურება. არაფერი არ მოაკლდეს იმიტომ, რომ ბავშვებზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, ბავშვების საუკეთესო ინტერესები უნდა დავიცვათ.
ჩვენ პრობლემა არ გვაქვს ხოლმე უშუალოდ იმაზე ვინ შემოვა, ვინ არა. უბრალოდ, ბავშვებთან, რომ მივდივართ ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს. ამდენი ბავშვი იყო ერთად და უცბად ბევრი წავიდა. ეს უნდა გავითვალისწინოთ და კიდევ მიხვიდე, კითხვები დაუსვა ეს არის პრობლემა.
ზუსტად არ ვიცი რამდენი მიდის, ვიცი რომ ცხრამეტი მიდის და ორმოცზე მეტი აღმზრდელი იყო“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

