შაბათი, აპრილი 20, 2024

“გამოვდივართ ინიციატივით შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი და შევიმუშავოთ სტრატეგია როგორ შევამციროთ სახელმწიფო ვალები” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რომელიც ორიენტირებული იქნება არსებული სახელმწიფო ვალების პრობლემების გზების შემუშავებაზე:

იმისათვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, თავი დავიხსნათ ამ ვალებისგან, გამოვდივართ ინიციატივით, ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საკითხზე, ვინც ფიქრობს, რომ ამდენი ვალების აღება არის უკანონო და უსამართლო, შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, დავსხდეთ ერთად და შევიმუშავოთ სტრატეგია როგორ შევამციროთ ვალი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ წავიდეთ წინ. პირველ რიგში მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე, მზად ვარ, დავჯდე ნებისმიერთან, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ ამ უმძიმესი ვალის უღლისგან, რომელიც თქვენ დაადეთ მათ.

გთავაზობთ, დავსხდეთ ერთად ყველა ოპოზიციურ ძალას, ყველა ექსპერტს, ყველა ეკონომისტს, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სამშობლო უყვარს. თუ ჩვენ დღეს არ გადავარჩინეთ ქვეყანა გაბანკროტებისგან, ხვალ და ზეგ შეიძლება უბრალოდ, დეფოლტი გამოცხადდეს ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ განულდება ყველაფერი რაც გვაქვს, ჩვენი ქონება ფასს დაკარგავს, სამუშაო ადგილებს დავკარგავთ, ყველაფერს დავკარგავთ ქვეყანაში,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული