spot_img
მთავარირეგულაციები და წესებისაქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება

საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებითა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული – ,,ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის“ (EUGIPP) ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ღონისძიება ტარდება.

ფორუმი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის- საქპატენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მანანა ფრუიძემ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის უფროსის მოადგილემ, EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროსმა, ფინანსთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სემინარები, სადაც ისაუბრეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა კონტრაფაქციასთან ბრძოლის გლობალურ მიდგომებზე და ციფრულ სამყაროში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის მიმარულებით არსებულ გამოწვევებზე.

ფორუმის მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო პრაქტიკისა და ადმინისტრაციულ/სამართლებირივი პროცედურების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება. ასევე მნიშვნელოვანია , ქართველ და ევროპელ კოლეგებს შორის კანონმდებლობისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებზე ზედამხედველობის პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება ცნობილი სასაქონლო ნიშნების კონტრაფაქციული პროდუქციის გამოფენა, სადაც სასაქონლო ნიშნების მფლობელები და პატენტრწმუნებულები სემინარის მონაწილეებს კონკრეტული პროდუქციის იმ ტექნიკურ მახასიათებლებს წარუდგენენ, რომლითაც პროდუქტის ავთენტურობა დგინდება.

საქპატენტისა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ორგანიზებით მიმდინარე ფორუმი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ინფორმაციას საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...