შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებივენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს...

ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას – დიმიტრი გვრიტიშვილი

ვენეციის კომისიის დასკვნას სოციალური ქსელიდან ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილი:

“16 აპრილს ცნობილი გახდა ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

დასკვნაში ასახული რეკომენდაციების ნაწილი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის შემცირება; მოსამართლეთა ეტაპობრივი დანიშვნა), ამიტომ ისინი ორგანულ კანონში ვერ აისახება; რეკომენდაციების ნაწილი გვთავაზობს იმავე ვენეციის კომისიის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცემული რეკომენდაციისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას (2013 წელს კომისიამ ჩათვალა, რომ ღია კენჭისყრის შეცვლა ფარული კენჭისყრით პროგრესული და მისასალმებელი ცვლილება იყო; დღეს კი, რატომღაც, კომისია ფიქრობს, რომ ფარული კენჭისყრა ცუდია).

განსაკუთრებით უცნაურია რეკომენდაცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მხოლოდ ნაწილი აირჩიოს მოქმედმა პარლამენტმა, დანარჩენი კი აირჩიოს 2020-2024 წლების მოწვევის პარლამენტმა. განა ეს პოლიტიკურ სარჩულს არ ატარებს?

აქამდე ვიცოდი, რომ ვენეციის კომისია მხოლოდ სამართლებრივი ექსპერტიზისათვის შექმნილი ინსტიტუტი იყო და დროის ცვლილება არ აისახებოდა მისი დასკვნების შინაარსზე 

თუ ფარული კენჭისყრა უნდა შენარჩუნდეს, მაშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა დასაბუთება შეუძლებელია: რანაირად უნდა აიძულო საბჭოს წევრი – ღიად გამოთქვას აზრი, თუ რატომ დაუჭირა ან არ დაუჭირა მხარი კანდიდატს, ეს ხომ ფარულობას დაარღვევს?

ასევე ალოგიკურია, გასაჩივრდეს საბჭოს გადაწყვეტილება კანდიდატის ნომინირების შესახებ, ის ხომ შუალედურია; მაშინ პარლამენტის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება რატომ არ საჩივრდება?

და ბოლოს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კატეგორიული მოთხოვნაა – კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 1-ლი და მე-2 ინსტანციების მოსამართლეობისათვის კანონით ეს აუცილებელი მოთხოვნაა, მითუფრო ის აუცილებელი უნდა იყოს უმაღლესი ინსტანციის მოსამართლისათვის, როგორც კვალიფიციურობის დამადასტურებელი ობიექტური განმსაზღვრელი!”

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა საბრალოები ხარ, გვერდიდან განახათ თქვენი თავი…” – გოჩა მირცხულავა სამართალდამცავებს მიმართავს

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალდამცავებს მიმართავს: "შსს - როგორი სამარცხვინოები გახდით....

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...