პარასკევი, მაისი 9, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიაქტუალური თემებინინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება...

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს – მიღებული გადაწყვეტილება საპატრიარქოში გაფართოებული შეხვედრის შემდეგ

დღეს, 2021 წლის 13 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი) სასულიერო პირებთან და საპატრიარქოს შესაბამის თანამშრომლებთან ერთად ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოში გაეროს ბავშთა ფონდისა (UNICEF) და World vision-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით შედგა, რათა ჯადაცვის უწყების თანამშრომლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონოდათ მართებული წარმოდგენა ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით საქართველოს ეკლესიის პოზიციის შესახებ.

მოწვეულმა მხარეებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ ეკლესიამ თავის დროზე მაქსიმალური შეძლო და ყველაფერი გააკეთა ბავშვების დასახმარებლად და აღსაზრდელად. ამასთან, ახალ დროს მოაქვს ახალი მოთხოვნები, პრიორიტეტები და გამოწვევები, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს ნინოწმინდის ბავშთა სახლის ახალ სტანდარტებზე მორგება. აღნიშნულისათვის კი საჭიროა კონსტრუქციული მუშაობა, რაც გულისხმობს გადაწყვეტილებების ბავშვების ინტერესების დაცვით მიღებას და საერთაშორისო მოთხოვნებისა და ნორმების გათვალისწინებას.

შესაბამისად, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი დროთა განმავლობაში გადავა და მოერგება დღეს მსოფლიოშო არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რომლებიც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული და არა მხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან, არამედ ზოგადად პრინციპებზე, რომლებიც გულისხმობს თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებას. აქ გამართული დიალოგი და დისკუსია ძალიან პოზიტიური იყო ეკლესიისთვის“, – ბრძანა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მივაღწიეთ ერთსულოვნებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება, შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის, პირველ რიგში, ის, რომ რეალურად შევხედოთ ამ პრობლემებს. არ მოხდეს უტრირება და რაიმე პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვების ინტერესი არ გადაიფაროს სხვა ინტერესებით“, – დასძინა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

გიორგი კეკელიძე: “დღეს კეკე კეკელიძე დაიბადა”

ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...