spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი ზარქუა: "ეჭვი უნდა გამოვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს...

ირაკლი ზარქუა: “ეჭვი უნდა გამოვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს ციფრებს უმალავენ”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას, ბიუჯეტთან მიმართებაში, ეხმიანება პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა და აღნიშნავს, რომ პირველი კვარტალშ ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, ექსპორტი გაიზარდა და არის კიდევ სხვა პოზიტიური მაჩვენებლები, რის გამოც ამაყია:

ეჭვი უნდა გამოვთქვა, რომ მამუკა ხაზარაძეს ციფრებს უმალავენ. წეღან თქვა, რომ ბიუჯეტს პრობლემა შეექმნებაო. ბატონ ხაზარაძეს მივმართავ, თიბისი ბანკი და ეს ჯგუფი, მათი სიძლიერე იყო იმაში, რომ ციფრებზე გვქონდა აპელირება და არგუმენტაცია ციფრებით მოგვყავდა. მე მგონი მას ციფრებს უმალავენ.

პირველი კვარტალი ბიუჯეტის, მიუხედავად ამ პრობლემებისა, მიუხედავად იმისა, რომ საბოტაჟს უწყობდა ოპოზიცია ამ ქვეყანას, გადაჭარბებით შესრულდა – 101%-ით. მიუხედავად იმასა, რომ მთელი ექვსი თვე საბოტაჟს უწყობდით, მაინც დაიჯერეს ჩვენმა ინვესტორებმა და ხუთ თვეში 160 მილიონი შემოვიდა – პრივატიზაცია მიდის. საგარეო ვაჭრობა 4 მილიარდამდე ავიდა და 12% ზრდა მე მიხარია, ჩვენ გვიხარია, ალბათ თქვენც უნდა გაგიხარდეთ, წესით. წმინდა ექსპორტი გაზრდილია 25%-ით, მე მიხარია ეს და ძალიან ამაყი ვარ.

და ბოლოს, ჩამოვყალიბდეთ ამ ციფრებზე. ერთ ციფრს მე სხვანაირად რატომ ვხედავ და თქვენ სხვანაირად. ეკონომიკური ზრდა რომ გვქონდა 44% აპრილის თვეში და საბოლოო ჯამში რომ დაჯდა იანვარი – აპრილი 8 % ზრდა, ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს გაუორმაგა დახმარებები 50-დან 100 ლარამდე და მადლობა ამისთვის ღარიბაშვილს. ეს არის ციფრები“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლების ბოლო პერიოდის საქმენი საგმირონი…” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, მმართველი გუნდთან დაკავშირებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება "კოალიცია ცვლილებებისა"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...