spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კუჭავა: არის საკითხები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და...

კახა კუჭავა: არის საკითხები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და ერთობლივი ძალით მივდივართ წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 14 ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სახელით მომზადებული დოკუმენტი გააცნო ბიუროს წევრებს.

პარლამენტის სახელით ერთად მოვამზადეთ განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს იმ დიდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რომელიც ნატოში ჩვენს წევრობას აქვს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, განცხადებაში საუბარია, რამდენად მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს ნატოს წევრობა საქართველოსთვის; მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფორმატი, განსაკუთრებით, საქართველოსთვის. ქართული მხარე მადლობას უხდის ნატოს და მის წევრ ქვეყნებს საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია პარტნიორობის გაძლიერება დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად და მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საქმეში, ხაზგასმულია ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავება.

ვაცხადებთ, რომ საქართველოს ნატოში წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ვერთიანდებით და ერთობლივი ძალით მივდივართ წინ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, პლენარული სესიის მსვლელობის დროს ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება პარლამენტის რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს, როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება ხელი მოაწეროს მას.

კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და ნამდვილად არის ის, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ“, -მოუწოდა დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...