spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვფიქრობ სამუშაოა ისეთ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების, მოსწავლეებისა...

“ვფიქრობ სამუშაოა ისეთ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების, მოსწავლეებისა თუ სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობის მეტ უსაფრთხოებას” – თეონა ჭალიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე სკოლების, ბაგა-ბაღებისა და უფასო სასადილოების, სამზარეულოებისა თუ კვების ბლოკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების თაობაზე საუბრობს და იქ აღმოჩენილ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას:

,,წლების განმავლობაში ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური სამსახური ვაკვირდებოდით სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და უფასო სასადილოების სამზარეულოებსა და კვების ბლოკებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს, კერძოდ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ გეგმიური თუ არაგეგმიური ინსპექტირებების დროს აღმოჩენილ დარღვევებს და არსებული სტატისტიკა არასახარბიელოა.

როგორც ჩანს ბიზნეს ოპერატორებს დიდად არ ადარდებთ და არ აშინებთ არსებული ჯარიმები და უპასუხიმგებლოდ ეკიდებიან უსაფრთხოების წესების დაცვას, რაზეც ბავშვების, მოსწავლეებისა და უფასო სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობაა დამოკიდებული.

ბოლო ორი წლის მანძილზე იშვიათი არაა შემდეგი სახის დარღვევები ბაგა-ბაღებში, სკოლებში, უფასო სასადილოებში:  სამზარეულო არ არის უზრუნველყოფილი ცივი წყლით, სათავსოების კედლები და ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავება-დეზინფექციას, ხდება კონდენსატის წარმოქმნა, სამზარეულოს არ გააჩნია გამწოვი, ბაგა-ბაღი არ მარაგდება სასმელი წყლით, სადრენაჟო სისტემა დაზიანებულია, სამზარეულოში დარღვეულია ჰიგიენური ნორმები, ინვენტარი სათანადოდ არ სუფთავდება, არაა ცხელი წყალი, დარღვეულია ტემპერატურული რეჟიმი, დარღვეულია მალფუჭებადი სურსათის, ნედლეულის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, სურსათის კარადაში ანტისანიტარიაა, სამზარეულოს კედლები არაერთგვაროვანია, ცვივა ნაწილაკები და სხვა.

ხშირია არაკრიტიკული შეუსაბამობებისას გაცემული მითითებების შეუსრულებლობა ან განმეორებით შეუსრულებლობა, დაფიქსირდა არაერთხელ პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად, რეგისტრაციის გარეშე, დარღვეულია ეტიკეტირების წესები, დაფიქსირდა ვადაგასული საკვების განთავსების შემთხვევები, დაფიქსირებულია ათეულობით კრიტიკული შეუსაბამობები.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ სამუშაოა ამ მიმართულებით ისეთ მექანიზმებზე, რაც უზრუნველყოფს ბავშვების, მოსწავლეებისა თუ სასადილოების ბენეფიციარების ჯანმრთელობის მეტ უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც ოპერირებენ აღნიშნულ დაწესებულებებში, განსაკუთრებული პასუხიმგებლობა გამოიჩინონ და ზედმიწევნით დაიცვან სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი.

ყველა იმ პირს კი, ვინც ზრუნავს სურსათის უვნებლობაზე და კვების უსაფრთხოებაზე სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს ვულოცავ,“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...