spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კელი დეგნანმა, როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ აი ამ...

“კელი დეგნანმა, როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ აი ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი, სანქციების მუქარით, რომ ეს კანონპროექტი შუბლზე გაიწეპოს” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონონპროექტს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში თუ არ შევლენ, ისინი ვერ ისარგებლებენ პოლიტიკური პლატფორმებისთვის განსაზღვრული პრივილეგიებით:

,,მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის უპრეცედენტო დევნა, რეპრესიებს.

მას შემდეგ, რაც რეჟიმმა ვერაფრით ვერ გატეხა ,,ლეიბორისტული პარტია”, ვერ გვაღიარებინა დანაშაულებრივი პარლამენტი და ვერ შეგვიყვანა შიგ, წუხელ შუაღამისას, ივანიშვილის დავალებით პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, მეორე მოსმენით კენჭი უყარა კანონპროექტს, ფაქტობრივად ,,ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვის შესახებ. რომლის თანახმადაც, აი ამ სამარცხვინო ორგანოში შეუსვლელობის შემთხვევაში, ჩვენ ჩამოგვერთმევა პოლიტიკური პარტიისათვის განკუთვნილი მსოფლიოში აღიარებული ყველა ის საკანონმდებლო პრივილეგია, რომლის გარეშეც პოლიტიკური ორგანიზაციის საქმიანობა შეუძლებელია. მხედველობაშია კომისიის წევრები, წარმომადგენლები, სარეკლამო დრო ტელევიზიაში, ის მათხოვრული მცირე დაფინანსება, რომელიც დაგვიტოვა რუსმა ოლიგარქმა და სხვადასხვა.

შექმნილ ვითარებაში მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ აშშ-ის ტრამპის მიერ დანიშნულ ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს, რომელიც გადაიქცა რუსი ოლიგარქის დავალებათა შემსრულებლად პოლიტიკურ პარტიებზე ზეწოლისათვის, რათა ისინი აიძულოს შევიდნენ პარლამენტში და ამით გადარჩეს პროპუტინისტური რეჟიმი.

ახლა კეთილი ინებოს ამ ქალბატონმა და როგორც პარტიები აიძულა შესულიყვნენ აი ამ დანაშაულებრივ პარლამენტში, ასევე აიძულოს თავისი მეგობარი, ბიძინა ივანიშვილი სანქციების მუქარით, რომ ეს კანონპროექტი შუბლზე გაიწეპოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...

“გამოდის რომ საქართველოში დიპლომი არა კომპეტენციის, არამედ რწმენის დამადასტურებელი დოკუმენტია” – გია ხუხაშვილი

პატრიარქობის კანდიდატებად შერჩევის პროცესში საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი დიპლომის საჭიროებას,...

“რა საფრთხეებს შეიცავს მევახშესთან აღებული ვალი და რაშია გამოსავალი” – გიორგი კეპულაძე

"წინა კვირას ზუგდიდში კიდევ ერთი ოჯახი გამოასახლეს მევახშესთან აღებული...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...