პარასკევი, აპრილი 19, 2024

“თავისუფალი და მორალურად გამართული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა ჩვენი ვალდებულებაა” – ნანა ტოხვაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტსაბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების პირდაპირი წესით არჩევა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემისთვის:

თავისუფალი და მორალურად გამართული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა ჩვენი ვალდებულებაა.

“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილება იქნება გარანტია, რომ სამართალდამრღვევი, წარსულში მსჯავრდებული და ურეპუტაციო რექტორები აღარასდროს იყვნენ არჩეულნი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელებლად.

ამიტომაც დღეს, 1 ივნისს გიორგი ვაშაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდმა დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს “უმაღლესი განათლების შესახებ”კანონის 21-ე და 22-ე მუხლებში ცვლილების შეტანას.

ამ ცვლილებით პირდაპირი, ფარული კენჭისყრით სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორების არჩევა იქნება სამართლიანი, დემოკრატიული და მორალური წესრიგის აღდგენის პრეცედენტი, რათა ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდეს ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედი რექტორის, ბ-ნი გურგენიძის მსგავსი სამარცხვინო ფაქტი“, – აღნიშნავს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციისათვის: ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებმა არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია უნუვერსიტეტთან. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე ნასამართლევია და მოითხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან მის გათავისუფლებას.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული