spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ” – ნიკა მელია

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს გაიმართა 120 წევრიანი პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც უნდა მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხზე. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება ანუ პარლამენტში შესვლის თაობაზე განცხადება ბრიფინგზე გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მან, ასევე, ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება და განაცხადა, რომ პარტია დოკუმენტს ხელს ვერ მოაწერს, რადგანაც მასში შეტანილია პუნქტი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია პარტიისთვის:

,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ევროპული მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ ვაწერთ. მაგრამ აქვე, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ევროკავშირს, პერსონალურად პრეზიდენტ მიშელს, ბატონ დანიელსონს, ქალბატონ აშშ-ს ელჩს საქართველოში -კელი დეგნანს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ბატონ კარლ ჰალცერს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში.

ამ შეთანხმებაში არის ერთი პუნქტი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მით უმეტეს პოსტ ფაქტუმ, ჩვენ ხელმოწერას ამ დოკუმენტზე ვერ დავსვამთ.

თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა საკითხებთან მიმართებაში ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩავერთვებით საკანონმდებლო საკითხების გადაწყვეტილებაში. ვიბრძოლებთ იმისათვის, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომ ეს მავნებელობა, რომელსაც ახლა ადგილი აქვს ,,ქართული ოცნების” მხრიდან და უკვე დაარღვიეს არაერთი შეთანხმება – შევბოჭოთ და არ მივცეთ გასაქანი დამატებითი მავნებლობისაგან.

ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა.

ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ უკვე გახუთმაგებული, გაექვსმაგებული თუ გაასმაგებული, როგორც გინდათ გენებოთ, ბრძოლას ქვეყნის გათავისუფლებას მტაცებლებისაგან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

“ცალსახად და მკაფიოდ ვაცხადებ: თუ ჩემს კლინიკაში გადაყვანას დამოკიდებულს გახდიან ჩემს თხოვნა/მოთხოვნაზე, დაივიწყონ” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...