spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაკულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი...

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე უმაღლესი სახელოვნებო განათლების რეფორმის მიმართულებები ჩამოყალიბდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა. თეა წულუკიანი მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძესა და მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ხელმძღვანელობას და სხვადასხვა სამსახურის უფროსებს შეხვდა.
შეხვედრაზე შედგა შეთანხმება სამომავლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე:

ამ ეტაპზე უკვე მზად ვართ, რომ ერთიანი პოზიციით გავაგრძელოთ შინაარსობრივი დისკუსიები განათლების სამინისტროსთან, რომელიც ამ სფეროში ჩვენი პარტნიორი და კოლეგა უწყებაა. ასევე რა თქმა უნდა, თანამშრომლობას გავაგრძელებთ დონორებთან და პირველ რიგში, მსოფლიო ბანკთან, რომელიც მრავალი წელია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ ჩვენს მომავალ თაობებს ხარისხიანი როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლება შევთავაზოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, კულტურის სამინისტროს სისტემაში უმაღლესი სასწავლებლების რეფორმისას აქცენტი გაკეთდება ხარისხზე და რაც ასევე მნიშვნელოვანია იმაზე, რომ არასოდეს მომავალში არ იყოს წყვეტა პროფესიებში, რათა სისტემამ საკუთარი ძალებით შეძლოს როგორც თეატრში სცენის პროფესიულ დონეზე განათება, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (იქნება ეს ქვის, თუ ხის არქიტექტურა) პროფესიულ დონეზე კონსერვარია-რესტავრაცია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...