spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ვასაძეს, ღიად მოღალატეობრივი პოზიციის გამო, არ უნდა...

ლევან ვასაძეს, ღიად მოღალატეობრივი პოზიციის გამო, არ უნდა მიეცეს პოლიტიკური პარტიის დარეგისტრირების უფლება – ხატია დეკანოიძე

ლევან ვასაძის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის საკითხს ეხმაურება ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე. მისი განმარტებით, ღიად მოღალატეობრივი ნაბიჯებისა და რუსული ინტერესების გატარებას გამო, არ უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შანსი:

,,ის არის, რომ მას ჰყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ ღიად მოღალატეობრივი ნაბიჯების, განცხადებებისა და დეკლარირების შემდეგ საქართველოში წარმოჩინდეს, როგორც ახალი პოლიტიკური პლატფორმის დამაარსებელი, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება რუსული ინტერესების გამტარებელი.

ამიტომ ვასაძე, როგორც პოლიტიკური პლატფორმის სამომავლო გეგმებით და მათ შორის თუ იგი აპირებს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ღიად მოღალატეობრივი პოზიციის გამო არ უნდა დარეგისტრირდეს, როგორც პოლიტიკური პარტია! არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა!“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

შეგახსენებთ, რომ 10 დღის წინ ლევან ვასაძემ დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერთობა, რაობა, იმედი“ და განაცხადა: ,,ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით საქართველოში შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას“.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რთულია, როდესაც სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, მაგრამ თავშეკავებულობა მნიშვნელოვანია” – კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

„ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება პრინციპულად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები გვქონდეს, თუმცა...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ლოცვას არ აქვს არც სივრცის, არც დროის საზღვრები, მაგრამ უნდა ვილოცოთ” – შიო III

✨ „აუცილებლად უნდა ვილოცოთ ერთმანეთისთვის... ლოცვას არ აქვს არც...

“ასეთი რა გაგიჭირდათ ეს ლეგიტიმაცია, აი ასეთ გასვენებაში რომ აპირებთ წასვლას” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...