spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი სრული...

“დამოუკიდებლობის დღეს ბრუნდება საქართველოში ქართული ჯარის მთავარსარდალი სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით” – სალომე ზურაბიშილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატივს მიაგებს ქართული ჯარის მთავარსადარლს, გენერალ კვინიტაძეს:

,,სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში ბრუნდება ქართული ჯარის მთავარსარდალი, რომელიც რუსული მე-11 არმიის თავდასხმისა და ოკუპაციის შედეგად იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. ბრუნდება სრული სამხედრო პატივითა და ღირსებით.

საზეიმო დღეა, რამეთუ 100 წლის შემდეგ, ქართული ჯარის დამფუძნებელი, კადეტთა სკოლის დამაარსებელი და დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი პანთეონში, ქვეყნის დამსახურებული და გამოჩენილი შვილების გვერდით, კუთვნილ ადგილს იკავებს. ამდენად სახელმწიფო პატივს მიაგებს გენერალ კვინიტაძის ცხოვრებისეულ უკომპრომისო ბრძოლას და სამხედრო თავდადებას.

ყველა ჩვენს ეროვნულ გმირს, მათ შორის მათაც, ვისაც საფლავი არ ეღირსა, მაგრამ ჩვენს მეხსიერებაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.

მინდა ეს დღე და ესოდენ დიდი ეროვნული მნიშვნელობის მოვლენა მოგილოცოთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო! თქვენ, ვინც დღეს ფიცს დებთ, რომ ერთგულად და შეუდრეკლად ემსახუროთ სამშობლოს! მინდა გისურვოთ, რომ მუდამ წინ გიძღოდეთ გენერალ კვინიტაძის მაგალითი! უნდა გვახსოვდეს გენერალი კვინიტაძის სიტყვები და რა თვისებებს ითხოვდა ის ქვეყნის სამსახურში მყოფი ჯარისა და ჯარისკაცებისგან.

სწორედ ასეთი თვისებები გამოავლინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა დამოუკიდებლობის მძიმე 30 წლის განმავლობაში, ყველა ბრძოლაში, ომში, თუ სამშვიდობო მისიაში. ისინი გენერალ კვინიტაძის ღირსეული მემკვიდრეები აღმოჩნდნენ. ძალიან ხშირად, უსამართლო და უთანასწორო ბრძოლებში ჩვენმა ჯარისკაცებმა თავი გამოიჩინეს და ყველგან ასახელეს ქვეყანა. საერთაშორისო მისია ავღანეთში მალე დასრულდება. მინდა, სახელმწიფოს სახელით, ყველა იქ მებრძოლს ღირსეული მსახურებისთვის მადლობა გამოვუცხადო და პატივი მივაგო ჩვენს ვაჟკაცებს!

26 მაისია და გენერალი გიორგი კვინიტაძე თავის საოცნებო ქვეყანაში ბრუნდება, რომელმაც ზუსტად ოცდაათი წელია, რაც დამოუკიდებლობა დაიბრუნა. იგი ბრუნდება თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისი კულტურითა და იდენტობით ამაყ, ევროპასთან დაახლოებულ და მის ფასეულობებთან შერწყმულ საქართველოში. ეს თავისთავად გამარჯვებაა 70-წლიან ოკუპაციასა და საბჭოთა დაპყრობის ტრაგედიაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თავისუფლება არ არსებობს სიმამაცისა და შინაგანი სიძლიერის გარეშე” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა თავის პოზიციას აფიქსირებს და შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“როგორც საბჭოთა წესი და რიგი იყო საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა კატასტროფა დაემალა” – ლაშა ბაქრაძე...

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, გერმანისტი ლაშა ბაქრაძე 40 წლის წინ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ამხელა სხვაობით უგებს ოპოზიცია “ქართულ ოცნებას”, ეს იციან ქოცებმა და ურტყამენ ოპოზიციურ ალიანსს” –...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ჩემს ბიძას, ვახტანგ ხმალაძეს ახლა თქვენი მხარში დგომა სჭირდება…” – თამარ ჯაფარიძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დისშვილი, თამარ ჯაფარიძე თავისი ბიძის მძიმე...