spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხალხს პირი აქვს ამოკერილი ისინი ითხოვენ შველას თავისი...

ხალხს პირი აქვს ამოკერილი ისინი ითხოვენ შველას თავისი ხელისუფლებისგან მაგრამ ჯერ არავინ ჩასულა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება – გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების დეპუტატებს

ეს არიან ადამიანები, რომელსაც რვა დღის მანძილზე ამოკერილი აქვთ პირი. ხალხი, რომელიც ითხოვს შველას თავისი ხელისუფლებისგან მაგრამ ჯერ არავინ ჩასულა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება“, –  ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა უმრავლესობას სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ვაშაძის თქმით მმართველი ხელისუფლება ადამიანების ყოფითი პრობლემებით არ ინტერესდება და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს:

მე მინდა ჩემს კოლეგებს პარლამენტში უმრავლესობიდან ვთხოვ, რომ ამ ფოტოებს შეხედონ. ეს არიან ადამიანები, რომელსაც რვა დღის მანძილზე ამოკერილი აქვთ პირი. ხალხი, რომელიც ითხოვს შველას თავისი ხელისუფლებისგან მაგრამ ჯერ არავინ ჩასულა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი პროტესტის ნიშნად და მარტივ რამეს ითხოვს ეს ხალხი, თავზე ენგრევათ სახლები, სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში „ჭიათურ მანგანუმს“ და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის. ეს არის სწორედ ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ თუ რა ხდება ქვეყანაში.

ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევათ და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. დიახ ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველ წლიურად ჭიათურიდან მაგრამ ჭიათურა სრულად განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომმა გადაუარა ქალაქს. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მხოლოდ ჭიათურაში არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში სადაც ასობით მილიონის მადანი გადის ქვეყნიდან და სადაც არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე რომელიც ადგილზეა.

თქვენ შეიძლება კარგად ხართ მაგრამ ხალხს შია, ხალხი ღარიბდება ხოლო თქვენ და თქვენი თანაგუნდელები მდიდრდებით. როგორ არავის გაგიჩნდათ სურვილი, რომ რომელიმე თქვენგანი ჩასულიყო პირ ამოკერილ ხალხთან და დალაპარაკებოდით მათ. დაუყოვნებლივ მოვითხოვ მოახდინეთ რეაგირება. მივმართავ პრემიერ-მინისტრს მარტო ზედაპირული საუბრები კი არა ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს, მათ ჯანმრთელობაზეა საუბარი“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...