spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაგელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხები კულტურის სამინისტროში განიხილეს

გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხები კულტურის სამინისტროში განიხილეს

გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის საკითხზე კულტურის სამინისტროში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სამინისტროში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ორგანიზაციიდან მოწვეული ხელოვნებათმცოდნეები და კედლის მხატვრობის რესტავრატორები, ასევე, მამა ანტონი გელათის სამონასტრო კომპლექსიდან.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა გაფრინდაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა გელათის ღვთისმშობლის შობის და წმინდა გიორგის ტაძრების კედლის მხატვრობის მდგომარეობის შეფასება, რომელიც 2020 წლის 11 მარტიდან 2021 წლის 29 აპრილამდე პერიოდს მოიცავს.

მოცემული ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი გადახურვის მოწყობის შედეგად ტაძრებში წყლის ინფილტრაცია რამდენიმე თვეა აღარ ხდება, 2020 წელს უკვე ჩასული წყლის მიზეზით ტაძარში მაღალი ტენიანობა სამწუხაროდ შენარჩუნებულია.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე გაიმართა აქტიური დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები შეიძლება იქნეს გადადგმული იმისათვის, რომ სახურავის გამოცვლამდე (რაც ხანგრძლივი პროცესია), მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს დაზიანებული ფრესკები. განსხვავებული პროფესიული მოსაზრებების მოსმენის შედეგად, შეხვედრის მონაწილე დარგის სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ივნისში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი ჩამოსვლამდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა:
• ჩაატაროს ნალესობისა და ფერწერის ფენის კვლევა;
• კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, რეგულარულად განახორციელოს დაზიანებული ფრესკებიდან გამომარილების პროცესის შედეგად წარმოქმნილი მარილის მოხსნა იმ ადგილებში, სადაც ეს ფერწერის დაზიანების გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია;
• კვლევის პარალელურად, ქართველი პროფესიონალი რესტავრატორების მეშვეობით, განახორციელოს დაზიანებული ფერწერული ფენიდან ქიმების ნალესობის მოხსნა იმ შემთხვევებში, როცა ამგვარი ნალესობა დაზიანებული ფერწერული ნაწილის კედლიდან მოწყვეტის საშიშროებას ჰქმნის.

ასევე, შეხვედრაზე დამსწრე დარგის სპეციალისტების მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შედეგად, კულტურის მინისტრის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მოქმედი, მონუმენტური სახვითი ხელოვნების საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის გადახალისების შესახებ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 ივლისიდან 2026 წლის საგამოცდო პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველების...

“არათუ არასდროს გადაუფურცლავს, არ გადაუშლია და არ წაუკითხავს, განათლების მინისტრს ეს წიგნი საერთოდ არ...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე განათლების მინისტრ, გივი მიქანაძესთან...

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...