ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის...

“პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ” – ვარლამ გოლეთიანი

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები წაუყენეს. მათი მოთხოვნაა, კომპანია “ENKA” რიონის ხეობიდან გავიდეს, შეწყდეს ნამახვანჰესის მშენებლობის სამუშაოები, ასევე, გაფორმდეს მორატორიუმი, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, დადგეს მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იმ პირებთან ერთად, რომლებიც ნამახვანჰესის პროექტში მონაწილეობენ. აღნიშნულ საკითხებზე კომენტარს საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აკეთებს. მისი განცხადებით, აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობის მოწყობას გეგმავენ და სამართლიან პროტესტს მანამ არ შეაჩერებენ, სანამ ყველაფერი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ არ გადაწყდება:

ვაპირებთ, რომ მოვაწყოთ მსვლელობა. ჩვენ იმას არ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, სად გადავადგილდებით და რას გადავკეტავთ, მთავარი არის ხელისუფლების ის არაგონივრული ნაბიჯი, რაც იდგმება უკვე 209 დღეა ჩვენი მისამართით, პრაქტიკულად თუკი გაგრძელდება იგივე, ჩვენ ამ პროტესტს არ შევწყვეტთ, ბუნებრივია, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არის სამართლიანი და არგუმენტირებული პროტესტი, ამიტომ გაგრძელდება, ვიდრე ეს ყველაფერი არ გადაწყდება ხალხის სასარგებლოდ. ამიტომ ახლა, 12 საათისთვის ჩვენ უკვე გავაკეთებთ ამ სცენიდან განცხადებას და ვინც ვიქნებით აქ შეკრებილები მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ გამოვიდნენ და დავდგეთ ერთად ამ სამართლიან ბრძოლაში. ვიტყვით, რომელი მიმართულებით დავიძვრებით, უშულაოდ როცა განვაცხადებთ ამ ყველაფერს სცენიდან“, – აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, თუკი არ დაკმაყოფილდება მოთხოვნები, დაგეგმილია თბილისისა და სხვა ქალაქების პიკეტირება.

ავტორი
ნატალი ბაკურაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

“ამაზე უფრო ბინძური სიტყვა ვიდრე “უსამშობლოა” არც კი მსმენია!!!” – თაკო ჩარკვიანი

“ქართული ოცნების” ლიდერების – მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება” – კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...