spot_img
მთავარიაქტუალური თემებიშავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე "ნაციონალების" ოპოზიციაში რომ იყვნენ...

შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე “ნაციონალების” ოპოზიციაში რომ იყვნენ შეიძლება ახლა დავიჯეროთ?! – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” მკაცრად აკრიტიკებს ყოფილ თანაგუნდელებს და ეჭვს გამოთქვამს მათ კავშირზე “ნაციონალურ მოძრაობასთან”:

გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი ისტორია, გავიხსენოთ პირველ რიგში შალვა შავგულიძე, რომელიც იყო “ქართული ოცნების” გუნდი წევრი, გავიხსენოთ გუბაზ სანიკიძე, გავიხსენოთ გია ხუხაშვილი, გავიხსენოთ უსუფაშილი. აბა ნახეთ გია ხუხაშვილი როგორ ასხამს ხოტბას დღეს სააკაშვილს, გუბაზ სანიკიძე საერთოდ მათი მხარდამჭერია. ესენი ოდესმე ოპოზიციაში იყვნენ?! უსუფაშვილმა, რომელმაც რევოლუციური სცენარი დაუწერა “ნაციონალურ მოძრაობას”, არჩევნებს შორის შუალედში, დეკემბერში, რომელიც კონსტიტუციონალისტობაზე დებს თავს და კანონმდებლობას მიჰყვება, თითქოს. აბა ნახეთ რა დაწერა – დაჭირდა “ნაციონალურ მოძრაობას”, კრიტიკულ სიტუაციაში დაუწერა ეს სცენარი. და შალვა შავგულიძე ნახეთ, დღეს “ნაცებით” ირჩევა. ეს კაცი იყო ოპოზიციაში,  იყო “ქართული ოცნების” გუნდის წევრი. მე მოგიყევით მან რა გააკეთა და როგორ გააკეთა გირგვლიანთან დაკავშირებით, როგორი შეცდომები. მე დღეს მაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ის ჩვეულებრივი თამაშში იყო “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ოდესღაც მქონდა ეჭვი, რომ მას გამორჩა და დაავიწყდა, რომ აპელაციაში შეეტანა და ის რომ არ შეიტანა აპელაციაში ამან გამოიწვია, აღარ გავიმეორებ რა გამოიწვია, დღეს ეს კაცი “ნაციონალური მოძრაობით” ირჩევა მთაწმინდაზე.

“აღარ გავიმეორებ რა გამოიწვია”-ს როცა ამბობდა, ბიძინა ივანიშვილს მხედველობაში ჰქონდა ის ეჭვი რაც მას აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შავგულიძემ თავის დროზე პირველი ინსტანცია გამოტოვა და გამიზნულად არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება”:

ის რაც მეგონა, რომ მას გამოეპარა და შეცდომა დაუშვა, როდესაც აპელაციაში არ დაწერა, დღეს ასე აღარ ვთვლი. რომ ის იყო თამაშის მონაწილე.

არის ასეთი პარადოქსი ჩვენთვის – შავგულიძე ასოცირდება დღეს, ქართულ საზოგადოებაში, როგორც გმირი, რომელმაც მოახერხა და გმირულად დაიცვა გირგვლიანების ოჯახი და მურუსიძე ასოცირდება, როგორც მკვლელი“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...