spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა"...

“ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა” – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში “ქართული ოცნების” მიერ შეტანილი ცვლილებების გაუქმებას ითვალისწინებს:

დაახლოებით 2 კვირის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რითაც ფაქტობრივად თქვა, რომ მას აღარ უნდა ქვეყანაში იყოს გამოხატვის თავისუფლება და გაამკაცრა სანქციები ყველა პროტესტში მონაწილე ადამიანთან, რითაც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა, სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

მთელი დასავლური სამყარო შეშფოთებული იყო ამ კონკრეტული კანონპროექტით, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს პრეზიდენტს, ვეტო დაედო ამ კანონზე, მაგრამ ის გაექცა საკუთარ პასუხისმგებლობას, მიუხედავად ჩვენი შეხვედრებისა და მან არ გამოიყენა ის კონსტიტუციით ერთადერთი უფლება, რაც აქვს პრეზიდენტს, რომ სწორედ ვეტო გამოიყენოს კონკრეტულ კანონებზე, როდესაც ეს კანონები არის არადემოკრატიული.

დღეს ჩვენი გუნდი ვარეგისტრირებთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით, რითაც ძალიან მარტივად ვამბობთ – დაბრუნდეს ძველი ნორმები კვლავ მოქმედებაში.

„ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო, სასესიო და საკომიტეტო დარბაზებში მოუწევს ჩვენთან შემოვიდეს დებატებში და გასცეს პასუხი – რატომ მიიღო არადემოკრატიული კანონი; რატომ უნდა, რომ დააშინოს ყველა ადამიანი, ვისაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლების ქმედებები; რატომ ამკაცრებს სანქციებს პროტესტში მონაწილე ადამიანებთან მიმართებაში?

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა, სწორედ გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება ის კაბალური თუ რეპრესიული ნორმები, რომელიც მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, ამიტომ ჩვენ ვარეგისტრირებთ დღეს ამ კანონს და მმართველ პარტიას არ მივცემთ საშუალებას, რომ დაჩქარებული წესით მიახლაფორთოს ხოლმე მნიშვნელოვანი კანონები. ამ მხრივ ჩვენ იმედი გვაქვს საზოგადოებისა და ყველა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

გიორგი კეკელიძე: “ჩვენზე დიდსულოვანი მასპინძელი არავინაა, ჩვენზე სტუმართმოყვარე ერი”

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...