spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებასაჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის...

საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება

უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ განცხადებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინფექციური პათოლოგიისა და იმუნოლოგიის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს რიგით მერვე გაფართოებული ტესტირება თბილისის 58-ე საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ პერსონალს ჩაუტარეს.
პრევენციული ღონისძიებების შედეგად თბილისის 58-ე საჯარო სკოლაში აქამდე დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში გრძელდება.

სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, ქვეყნის მასშტაბით გეგმის მიხედვით, შემუშავებული პროტოკოლის ფარგლებში მიმდინარეობს. ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული პროტოკოლის შესაბამისად მოქმედებენ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...