spot_img
მთავარისხვადასხვა"ერთობა, რაობა, იმედი" - ეს არის ის გაერთიანება,...

“ერთობა, რაობა, იმედი” – ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით საქართველოში შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას – ლევან ვასაძე

ლიდერი მოძრაობისა “ერთობა, რაობა, იმედი”, ლევან ვასაძე ალექსანდრეს ბაღში მხარდამჭერებს ხვდება. სიტყვით გამოსვლისას, ბიზნესმენმა ხაზგასმით ისაუბრა რამდენიმე საკითხზე:

ჩემო კარგო ხალხო, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ უკვე საჯარო ჭრილში დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედი”. ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით საქართველოში შეცვლის ამ გამოუვალ ვითარებას.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, არ იქნება ადვილი, არ იქნება ია-ვარდით მოფენილი. ჩვენ წინ გველოდება ბევრი ერთობლივი ბრძოლა, გველოდება წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე, რომელზეც ბოლო 30 წელია მოძრაობს საქართველო და გავიყვანოთ ის თავისი ღირსეული განვითარების იმ ტრაექტორიაზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებში ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს.

ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველას გეპატიჟებით ერთობლივ, მუხლჩაუხრელ შრომაში ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, იმ არასწორი იდეოლოგიისა და იმ არასწორი პოლიტიკური სისტემის წყალობით, რომელშიც ის ბოლო წლებში მოექცა.

ჩვენს ცხოვრებაში რაღაც ფუნდამენტურად არასწორი ხდება. 5 მილიონზე მეტი – დავრჩით 3.5, ხალხი გაუსაძლის ვალებშია ჩავარდნილი, გამოუვალ ეკონომიკურ გაჭირვებაში და სიღატაკეში. ქვეყანაში უსამართლობის დაუსჯელობის, ხელისუფლების უხერხემლობის და რაც მთავარია ჩვენი ტრადიციების, ღირსების, ფასეულობებისადმი აგდებული დამოკიდებულებაა გამეფებული, რაც ყოვლად დაუშვებელია და ეს უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

 

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

სს “თელასი”: 22-23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის ნაძალადების და დიდუბის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...