spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" რაც...

“ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს ეს გამოიყვანს კრიზისიდან ქვეყანას და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მნიშვნელობის თაობაზე საუბრობს და ოპოზიციონერ კოლეგებს “ქართული ოცნების” დასამარცხებლად ერთიანი ძალებით ბრძოლისკენ მოუწოდებს:

ჩვენ გვქონდა ორი არჩევანი, ან რეალურად დაგვენახა პროცესი, გაგვეთვალისწინებინა ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ჩვენი საერთაშორისო გავლენიანი მეგობრების და პარტნიორების მოწოდება ან სახიფათო ზღვარზე გაჯიუტებული პოზიციებით ფეთქებად საშიშ მდგომარეობამდე მიგვეყვანა ჩვენი ქვეყანა. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ან უნდა გვეხელმძღვანელა საქართველოს ინტერესების, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, ამერიკის სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევით ან არარეალური წარმოდგენებით, ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებით გვევლო ჭიჭინაძის მსგავსი იმ სხვა ოპოზიციური ლიდერების მოწოდებების გზით, რომლებიც სინამდვილეში ჩვენ იმის გაკეთებას გვაბრალებენ, რაც მათ არა ერთხელ გაუკეთებიათ და შანსი რომ ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ გაიმეორებდნენ.

ყველაფერი მარტივია, ან იღებ პასუხისმგებლობასა და რისკებს საკუთარ თავზე, რომ შეცვალო რეალობა ან უპასუხისმგებლოდ ისვრი ტალახს ყველა მიმართულებით იმ ვარაუდით, რომ მღვრიე წყალში იქნებ რამე მეტი სარგებელი ნახო.

მივიღოთ რეალობა და ამ რეალობაში ყველა უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ მოახლოებული არჩევნებისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს გაყალბება და რაც შეიძლება დაბალი შედეგი დადოს.

ეს გამოიყვანს კრიზისიდან ქვეყანას და არა ირაციონალური წარმოდგენებით მამაცობანას თამაში, რომელსაც წლებია ყველა ერთად ვხედავთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...