spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა დავაბრუნოთ და ჩავრთოთ ხალხი"...

“გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა დავაბრუნოთ და ჩავრთოთ ხალხი” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და საზოგადოებას დაპირდა რომ მისი და პარტიის მხრიდან ექნებათ სრული თანადგომა:

მე მინდა რომ ჩემი პირველი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვენდო და მხარი დაუჭირა ჩვენს აღმშენებლობის სტრატეგიას, მხარი დაუჭირა “სტრატეგია აღმაშენებელს”.

ამასთან, რა თქმა უნდა, გააზრებული გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და თანადგომა მინდა დავუფიქსირო იმ 150 ათას ოჯახს, სადაც ყოველდღიურად ბავშვები შიმშილობენ.

მე წარმოშობით რეგიონიდან ვარ და ძალიან კარგად ვიცი ახალგაზრდებს სწავლასთან ერთად ყოველდღიურად როგორ უწევთ ფიზიკური შრომა, ლუკმაპურის მოსაპოვებლად. ეს უსამართლოა, რაც ყველამ ერთად უნდა შევცვალოთ.

ასევე მინდა დავუფიქსირო ჩვენი პასუხისმგებლობა და თანადგომა ერთ მილიონზე მეტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. დიახ, ჩვენ – “სტრატეგია აღმაშენებელი” ვართ თქვენი წარმომადგენლები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს უსამართლო რეალობა შევცვალოთ. ასევე, როგორც საარჩევნო კამპანიის დროს დავპირდით, ჩვენი თანადგომა ექნებათ იმ 800 ათასამდე პენსიონერს, რომელთაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი, 36%-ანი სესხის პროცენტის გადახდის გამო ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთება ლუკმაპურსა და მედიკამენტებს შორის. ეს უსამართლობაა, ჩვენ წარმოგადგენ თქვენ და ამ უსამართლობას ერთად დავასრულებთ.

მინდა მივმართო ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ასევე მათ, ვინც ცხოვრობს ოკუპაციის ხაზთან – დიახ, “სტრატეგია აღმაშენებელი” არის თქვენი წარმომადგენელი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეალობა შევცვალოთ.

და ბოლოს: პარლამენტში ჩვენი სტატუსი გვაძლევს იმის საშუალებას და გარანტიას, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია დაპირისპირებასა თუ კინკლაობაზე, ყველამ ერთად შევცვალოთ და მივმართოთ იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებ და რაც მთავარია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა დავაბრუნოთ და ჩავრთოთ ხალხი. ესა არის ჩემი მისია, ამაში ხედავს “სტრატეგია აღმაშენებელი” გამოსავალს“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“არ მეცოდება უზრდელი და თავხედი ადამიანი, მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში იმყოფება, არ იცავს...

ქართველი მომღერალი და მსახიობი ნინი ბადურაშვილი კახეთში, სასტუმრო "Agarani...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...