spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეშმაკმა წაიღოს ყველა მანდატი, თანამდებობა და ჩინ-მენდალი, თუ...

ეშმაკმა წაიღოს ყველა მანდატი, თანამდებობა და ჩინ-მენდალი, თუ საქართველო არ იქნება კარგად, დავჯდეთ ისევ აქ და გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, რომელიც ჩამოშლის ივანიშვილის ბაბილონის გოდოლს – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციას ისევ გაერთიანებისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს, ამასთან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს პარლამენტის დატოვებას მოუწოდებს:

,,განვლილი ერთი წელი იყო ჟამი დიდი გაერთიანებისა, რომელიც ჩვენი ეგიდით, ამ ოფისში ხდებოდა. ქართული ოპოზიციის ასეთი ერთსულოვნება ისტორიას არ ახსოვს, ამან მოიტანა შედეგები და წინ გველოდებოდა უფრო გრანდიოზული. ხელისუფლება, რუსი ოლიგარქი მიმწყვდეული გახლდათ კუთხეში, რამდენიმე თვეში კი რეალური იქნებოდა ახალი საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, ამ სიბნელის ისტორიის სანაგვეზე გასტუმრება და საქართველოსათვის გზისა და ცის გახსნა.

ყველაფერი ეს, დღეისათვის, შეფერხდა იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს ფეხი შეედგათ პარლამენტში და მე მინდა მთელი გულით, დიდი მეგობრული გრძნობითა და კოლეგიალობით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს – ახლა დადგა დრო, როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა, უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ, ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი, მან დაუყოვნებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი არ იქნება პოლიტიკურ სივრცეში.

ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს კიდევ აქვთ დრო, ეშმაკმა წაიღოს ყველა მანდატი, თანამდებობა და ჩინ-მენდალი, თუ საქართველო არ იქნება კარგად. მივაფურთხოთ ეშმაკს, დავჯდეთ ისევ აქ და  გავაგრძელოთ ჩვენი ბრძოლა, რომელიც ჩამოშლის ივანიშვილის ბაბილონის გოდოლს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილმა ჯერ დახურა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელსაც AI-ს სფეროში ქართველები უნდა მოემზადებინა და...

ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მე-3...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“სიძულვილის ენა არ არის ურთიერთობის სწორი ფორმა, ამიტომ შეიქმნა შესაბამისი სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით...

„ვინც საღად აზროვნებს არავის მოსწონს ბილწსიტყვაობა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...