spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პირისპირ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა სატრანსპორტო კომუნიკაციები, ენერგეტიკა და საგზაო ინფრასტრუქტურა.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს და სომხეთს შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში.

ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები ისტორიულ ტრადიციებზეა დაფუძნებული.

ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მოგესალმებით სომხურ მიწაზე. ბოლო პერიოდში, კოვიდის გამო, ჩვენი მაღალი დონის შეხვედრები შეყოვნდა ცოტა ხნით. მოხარული ვარ, რომ აღვადგენთ მაღალი დონის ურთიერთობებს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართოა, დაწყებული სატრანსპორტო კომუნიკაციებიდან, ენერგეტიკიდან, გაგრძელებული საგზაო ინფრასტრუქტურით. რა თქმა უნდა, კოვიდთან ბრძოლა ჩვენი ერთობლივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხთაგანია.

ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური ურთიერთობები მრავალმხრივია და დაფუძნებულია ჩვენი ხალხების ისტორიულ ტრადიციებზე. ვფიქრობ, დღის წესრიგში გვაქვს და უნდა განვიხილოთ რეგიონული საკითხები, ვეცადოთ, რომ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები. რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირები გავაღრმავოთ ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული საკითხებითაც.
ჩვენმა სახელმწიფოებმა, ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობის და განვითარების უზრუნველყოფისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, მოლაპარაკებები იქნება შედეგიანი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, არა მხოლოდ მეზობლურ, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს ეფუძნება.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდპანდემია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას, ყველა ხალხს და ურთიერთობას შეეხო.

ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია სტუმრობა ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენს ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს, რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში.

თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივი და კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა.

ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთმანეთთან, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“4 მაისს სოფელ ძევრში იხსნება გიგა ავალიანის სახელობის სამკითხველო კუთხე” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე საზოგადოებას აცნობებს, რომ 4 მაისს...

📢 29 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ხალხისთვის გადაადგილებისთვის დაბრკოლებების განზრახ შექმნის გამო, შეკრების მონაწილეთა...

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა: "📢 29 აპრილს საქართველოს...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

თამარ ჩერგოლეიშვილი: “სულ მოღალატეებშია ბატონი ბიძინა”

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...