spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარტიაში დღეს არსებობს უამრავი არგუმენტი იმისა, თუ რატომ...

“პარტიაში დღეს არსებობს უამრავი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა შევიდეთ პარლამენტში და, ასევე, რატომ არ უნდა შევიდეთ” – ზაალ უდუმაშვილი.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯომარემ ნიკა მელიამ ევროკაშირის შუამდგომლობით საპატიმრო დაწესებულება დატოვა. გუნდში უკვე დაიწყო მოთელვითი ეტაპი პარლამენტში შესვლა/არ შესვლის საკითხზე. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ზაალ უდუმაშვილმა:

,,გუშინ იყო პირველი დღე და ჩვენ, ასე ვთქვათ, მოვთელეთ ყველა ის ვერსია, რომელიც არსებობს პარტიის შიგნით.

ეს კონსულტაციები გაგრძელდება. ერთ-ორ დღეში ნამდვილად არ დასრულდება იმიტომ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” არის ძალიან დიდი პარტია, შესაბამისად ძალიან ბევრ ადამიანთან მოგვიწევს ამ თემის გავლა და მათი მოსაზრებების მოსმენა.

საბოლოოდ, ჩამოვყალიბდებით ალბათ იმიტომ, რომ დღეს არსებობს უამრავი არგუმენტი პარტიაში იმისა, თუ რატომ უნდა შევიდეთ პარლამენტში და ასევე, – რატომ არ უნდა შევიდეთ.

შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველა ეს არგუმენტები იქნება მოსმენილი, შეჯერებული.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ამოცანა ის კი არ არის დღეს შევალთ თუ არ შევალთ პარლამენტში, არამედ ჩვენს საბოლოო მიზნამდე ანუ გამარჯვებამდე მისასვლელად რომელი გზა არის უკეთესი – ჩვენ ვიყოთ პარლამენტში, გამოვიყენოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა, თუ უარი ვთქვათ და დავრჩეთ სხვა მიმართულებით.

ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული განხილვის თემა და ამას დაჭირდება კიდევ ალბათ რამდენიმე დღე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა, მას შემდეგ, რაც ოპოზიონერი ლიდერების გარკვეულმა ნაწილმა ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტში შესვლისკენ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კობახიძემ პარლამენტში კიდევ ერთხელ განავითარა ორი პარალელური “ლოგიკური” ხაზი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ბოლო წლებია...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ეკონომიკური პროპაგანდით რომ მაცივარი ივსებოდეს, რა უჭირდათ რეჟიმებს და ბიუჯეტის ქურდებს 😁” – ნიკა...

კონკრეტული ეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, მმართველი გუნდის წარმატებებზე ცალკეულ შეფასებებთან...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...