კვირა, იანვარი 25, 2026
2.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ძიუდოისტი რომ "ჩამიდეს" აეროპორტში - ყველაზე სამარცხვინო იყო"...

“ძიუდოისტი რომ “ჩამიდეს” აეროპორტში – ყველაზე სამარცხვინო იყო” – გიგი უგულავა

აეროპორტში პოლიტიკოს გიგი უგულავასა და ძიუდოში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბადრი-საბა გავაშელიშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე 13 მაისს გიგი უგულავას სასამართლოა ჩანიშნული. პროკურატურა პოლიტიკოსს ბადრი-საბა გავაშელიშვილის ცემას ედავება.

გიგი უგულავა აღნიშნულ საკითხის კომენტირებისას აცხადებს, რომ ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი, ბადრი-საბა გავაშელიშვილი კი – მათი მოგზავნილი. პოლიტიკოსმა აღნიშნული სასამართლო პროცესის განახლება ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლასაც დაუკავშირა:

„რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, ჩემ წინააღმდეგ აღიძრა 8 სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ეს თავისი კომიკურობითა თუ ტრაგიზმით – ძიუდოისტი რომ „ჩამიდეს“ აეროპორტში – ყველაზე სამარცხვინო იყო, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, საგანგაშო, იმიტომ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ეს კაცი იყო მოგზავნილი ხელისუფლების მიერ, მათ მიერ იყო ეს დაგეგმილი. და მერე საერთოდ, ბოლოს საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ. ახლა უკვე წელიწადნახევარია გასული და 13 მაისს ჩაინიშნა სასამართლო.

სხვათა შორის, ამ მუხლს ოცნებამ ამნისტია გაუკეთა, უბრალოდ მსხვერპლის თანხმობა არის საჭირო, ანუ, აი იმ კაცმა, გავაშელიშვილმა თანხმობა უნდა თქვას, რომ ჩემზე გავრცელდეს ამნისტია. მე არავის თანხმობა არ მჭირდება, ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე, როგორც სხვა დანარჩენი.

ფაქტია, რომ ივანიშვილს სხვანაირად არ შეუძლია. აი, გამოვიდა გუშინ მელია, წავიდა ახალი, გადაეცა ისე, როგორც ცეცხლი გადაეცემოდა სპარტაკიადაზე, გადაეცა ახლა ახალს, და მუდმივად ასე იქნება და ნუ შევიქმნით იმის ილუზიას, რომ რაიმე ხელშეკრულებით შეიძლება ამ ხელისუფლებამ თავისი ნირი და სტრატეგია შეცვალოს“, -აცხადებს გიგი უგულავა.

გიგი უგულავას თქმით, აეროპორტის შემთხვევა 20 ივნისის ღამეს უკავშირდება, როდესაც მან ბიძინა ივანიშლივს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყობა მიაყენა. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ აეროპორტის თავდასხმა და მისი დაკავება ბიძინა ივანიშვილის ანგარიშსწორებაა:

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური საქმე და ის უნდა იყოს გამოძიებული, სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანაში არ დამთავრდება ეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ამბავი პირდაპირ უკავშირდება, მე ვიცი კიდეც შიგნიდან, ქართული ოცნებიდან, უკავშირდება 20 ივნისს. ამ დღეს, როდესაც მოლაპარაკება უნდა გამართულიყო, მე და ნიკა მელია უნდა წავსულიყავით და შევხვდეროდით გახარიას, რომ ჩაგვეცხრო სიტუაცია როგორმე. აი, ამის ნაცვლად დაიწყო მაშინ ტყვიების სროლა და გაზის გამოშვება, რის შემდეგადაც, მე ვთვლი, სრულიად სამართლიანად, ერთადერთი, რაც ეკუთნოდა ივანიშვილს, ეს იყო გინება მისი მისამართით და პირდაპირ ეთერში ვაგინე. შემდეგ, ახლა, გაიხსენეთ გინებებზე მათი რექცია, ის რაც გამოქვეყნდა, ახლა რაც ვნახეთ, ადამიანებსა და ბავშვებს რომ ატერორებენ ბერას აუგად მოხსენიების გამო. ამის გამო მოხდა მერე ეს თავდასხმა აეროპორტში და შემდეგ უკვე შარშან ჩემი დაკავება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყოფილა ორიოდ გამონაკლისი – როცა სკანდალზე უარი მითქვამს და ქვეყნის უსაფრთხოება დამიყენებია წინ!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავის პირად პრინციპებზე,...

“მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!”...

ზვიად ცეცხლაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში (რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია "დაფიონის"...

“ეკითხა ამ შათირიშვილს და ვეტყოდით, ვინმე აუხსნიდა, რომ რუსეთის უძლეველობის შესახებ მითი დიდი ხანია...

რუსეთთან მიმართებაში, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის შეფასებებს კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულით ქოცი რომ ხარ და ნაციონალებს სავალდებულოდ წესით უნდა გადასწვდე, ალბათ ეგ შემთხვევაა!” –...

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის,...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ...

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ...

“ეს ჩემი საფიქრალი არ არის, იკითხოს და იმტვრიოს თავი ივანიშვილმა😊” – ლელა ჯეჯელავა

"გაზპრომთან" გაფორმებული ხელშეკრულების კონფიდენციალური ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით სკანდალურ მოსაზრებას...