spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება...

“მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!” – ზვიად ცეცხლაძე

ზვიად ცეცხლაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში (რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია “დაფიონის” მიერ გამოქვეყნდა) მწვავე შეფასებას აძლევს შეწყალების მოლოდინებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას საპატიმროებთან:

სამარცხვინო და არაადამიანური იყო ის, რაც გუშინ ვიხილეთ. მხოლოდ ბოროტმა, ვერაგმა და ქრისტეს მოძულე კაცმა შეიძლება ჩაიდინოს ის, რაც ქოცებმა ჩაიდინეთ გუშინ!

ჩვენი მშობლები მთელი დღის განმავლობაში ყინვაში და ქარბუქში დააყენეთ. იცით, რომ დედის გული შვილის მოლოდინში ვერ გაუძლებს, სულ მეათასედი პროცენტი რომ იყოს შანსი, ის მაინც მოვა ციხესთან და დამელოდება იმიტომ, რომ დედაა და სხვაგვარად არ ძალუძს. თქვენ ამას ხედავდით და სიტყვა არ გაიმეტეთ, რომ ჩვენი მშობლები სახლში მაინც წასულიყვნენ და ამ იმედის ნაპერწკალზე ჩამოკიდებულები გაყინეთ ეს ადამიანები.

მოწყალების დღეს ყველაზე არაკაცური ქმედება ჩაიდინეთ! თქვენ გგონიათ, რომ ეგ წამება არ არის? ტელევიზორიდან მაყურებინებთ, თუ როგორ იყინება დედაჩემი ამ საშინელ ამინდში და მე, საკანში მყოფს, ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმიტომ, რომ უსუსურია ადამიანი ციხეში და ფიზიკურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. თქვენ გგონიათ, რომ ეს წამება არ არის?

ან კარგი, ჩვენ მტრები ვართ თქვენთვის და ბოლომდე გვიმეტებთ, მაგრამ არაპოლიტიკურ თემაზე დაჭერილმა კაცმა ან მისმა ოჯახმა რა დაგიშავათ? როდის შეგძულდათ ასე ადამიანი, ან რაზე ფიქრობთ საერთოდ? დღევანდელი კვერცხი ასე როგორ გირჩევნიათ ყველაფერს?!

ყველაფერი ხომ წარმავალია, თქვენი თაობა წავა და ჩემი თაობა მოვა. ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა და ამას ხომ ვერ შეცვლით? რაღაც საბაბი ხომ უნდა დაგვიტოვოთ, რომ ჩვენ მაინც ვიყოთ თქვენდამი მოწყალები მომავალში? რატომ გსურთ ასე ძალიან, რომ ჩემი თაობის მიზნად, ცხოვრების მიზნად, თქვენდამი შურისძიება, ანგარიშსწორება იქცეს? როდის შეგზიზღდათ ასე ძალიან საქართველო, ქართველი კაცი და ქართველი დედა?!” – აცხადებს ზვიად ცეცხლაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“ქოცებო, ძალიან გთხოვთ, კაცობაზე, ქართველობაზე, ტრადიციებზე და ოჯახის სიწმინდეზე ნუ გველაპარაკებით…” – ნინო ლომჯარია

ელენე ხოშტარიასთან ხოშტარიასთან დაკავშირებული ფაქტების გამო ემოციურ პოსტს ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...