spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა და...

“დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს, 10 მაისს გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა. ნიკა მელიას გირაო, 40 000 ლარის ოდენობის, ევროკავშირმა 2 დღის წინ გადაიხადა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერმა, პირველი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ ციხეში ბევრი პოლიტპატიმარია და მათ მალე გათავისუფლება უსურვა. თავის კომენტარში ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა მედიატორებს, ევროკავშირს და ასევე, თავის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის:

,,პირველ რიგში, მინდა გათავისუფლება ვუსურვო ყველა პოლიტპატიმარს, ყველა პატიმარს, განურჩევლად თუ რა სასჯელს იხდიან ისინი ციხეში. ადამიანს ცხოვრებაში მოსდის შეცდომა. საქართველოს ყველა ციხეში, ახლა ბევრი პატიმარი მიყურებს, ადრე თუ გვიან, უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ვუსურვებ გათავისუფლებასა და საკუთარ ოჯახში დაბრუნებას. მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები თუ არა.

ამ ციხეში, რომელშიც მე გახლდით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარია და მათ განსაკუთრებით ვუსურვებ გათავისუფლებას.

დიდი მადლობა ასევე ყველა გულშემატკივარს, ვინც გულით გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს ქვეყანაში სტაბილურობას, არა მძიმე და რეჟიმის პირობებში სტაბილურობას, არამედ ნორმალური ცხოვრების პირობებში სტაბილურობას.

რა თქმა უნდა, ევროკავშირის წარმომადგენელი ელჩის, კარლ ჰარცელის ღვაწლი და ძალისხმევა ამ პროცესში დიდია, მადლობას ვუხდი, მას, როგორც დიპლომატს, როგორც ადამიანს. ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს, მადლობა ეკუთვნის პრეზიდენტ მიშელსაც, იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც შეაქვს, ამ მნიშვნელოვან პროცესში და მათ შორის, მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ზიგიმანტას პავილიონისს, ეს არის ადამიანი, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც გადაჭარბების გარეშე, გამოაღვიძა საერთაშორისო საზოგადოება, მაშინ, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ბევრი თვალსაზრისით, ჩამოფრინდა საქართველოში და მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში სოლიდარობის გამოსაცხადებლად. ამის შემდეგ მან უზარმაზარი შრომა გასწია, რომ საერთაშორისო საზოგადოების სწორი რეაქცია ყოფილიყო 23 თებერვლის შემდეგ, რომ არა ბატონი პავილიონისი, არამგონია ეს შედეგი დამდგარიყო, რომელიც დადგა, ვგულისხმობ, გამოხმაურებას ჩვენი საერთაშორისო მეგობრების,‘’ – განაცხადა ნიკა მელიამ.

ავტორი
ნინო დავითაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველზე მდგომი ხალხი არიან თანამედროვეობის გმირები!” – მარიკა არევაძე

საპროტესტო მოძრაობის მნიშვნელობის შესახებ წერს სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებებისთვის”...

“სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში, არის სწორედ ის, რასაც ხალხი არასდროს პატიობს...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის მინიშნებები: "სისუსტე და ნებელობის უქონლობა, განსაკუთრებით კრიტიკულ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...